in

ნიკოლოზ ბასილაშვილი:სათამაშო ხარისხით კმაყოფილი არ ვარ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიანა უელსის” მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს.

ბასილაშვილი მასტერსის 1/4-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს მასშტაბით მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბერძენს სამ სეტში მოუგო და ნახევარფინალში გავიდა – 6:4, 2:6, 6:4.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბასილაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“ამ ტურნირზე ნამდვილად კარგი მატჩები ჩავატარე. დღეს არ ვარ კმაყოფილი ჩემი თამაშით, მაგრამ ვარ კმაყოფილი იმით, თუ როგორ გავუძელი წნეხს.

სტეფანოსი მაღალი დონის მოთამაშეა. ასეთი დონის ტურნირზე და თანაც, ამ ეტაპზე პირველად ვითამაშე. ვეცდები, ფიზიკური მზადყოფნა შევინარჩუნო და ენერგია გადავანაწილო სწორად”, – თქვა ბასილაშვილმა

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0