უეფამ მადრიდის „ატლეტიკო“ დასაჯა: გუნდს ტრიბუნის ჩაკეტვა მოუწევს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩზე. მიზეზი გულშემატკივრების უსაქციელობაა.
„სიტის“ ¼ ფინალურ შეხვედრაში „ვანდას“ ერთ სექტორზე ხალხს არ დაუშვებენ, რომელიც 5 ათას კაცს მაინც იტევს. კლუბი ვალდებული იქნება გამოფინოს ბანერი წარწერით #NoToRacism (არა რასიზმს).
მიზეზი „ატლეტიკოს“ ფანების საქციელია, რომელებმაც „სიტისთან“ პირველი შეხვედრისას ნაცისტური მისალმება გამოიყენეს.
„ატლეტიკომ“ მანჩესტერში 0:1 წააგო, განმეორებითი თამაში ხვალ, 13 აპრილსაა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings