in

მოხარული ვარ, რომ ამ დიდებული ორგანიზაციის წევრი ვარ: ამერიკული ინტერვიუ მამუკელაშვილთან

სანდრო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში NBA-ის მეორე საზაფხულო ლიგაზე ითამაშა და მისმა გამოსვლა არაერთი ამერიკული გამოცემის მოწონება დაიმსახურა. ქართველი კალათბურთელი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტის ავტორიც იყო.

ამჯერად მამუკელაშვილის შესახებ Bally Sports-მა დაწერა. გამოცემამ „ბაქსის“ ახალგაზრდა მძიმე ფორვარდის საზაფხულო ლიგაზე გამოსვლა დადებითად შეაფასა და ინტერვიუც ჩამოართვა.

„საზაფხულო ლიგაზე „მილუოკი ბაქსი“ შესაძლოა Deer District-სა („ბაქსის“ დარბაზის ტერიტორია) და ბანგოს („ბაქსის“ მასკოტი) გარეშე იყო და შემადგენლობაში Geek Freak (იანის ანტეტოკუნმპო) არ ჰყავდა, მაგრამ მათ მაინც ჰყავდათ პარკეტზე Geek Freak – სანდრო მამუკელაშვილი.

მამუკელაშვილმა მეორე საზაფხულო ლიგაზე საშუალოდ 17 ქულა და 8.8 მოხსნა დააგროვა (7.2 მოხსნა დაცვაში, რაც საზაფხულო ლიგაზე მე-4 საუკეთესო მაჩვენებელია). მისი თანაგუნდელის, იანის ანტეტოკუნმპოს მსგავსად, ისიც ყველაფერს აკეთებდა.

„მინდა გაჩვენოთ ჩემი მრავალფეროვნება. მინდა ყველას დავანახო, რომ პასის მიცემაც და დრეიმონდ გრინის სტილის მოთამაშის როლის მორგებაც შემიძლია. მთელმა სამწვრთნელო სტაფმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ვიყო საუკეთესო თანაგუნდელი“, – განაცხადა მამუკელაშვილმა „ტომბერვულვზთან“ მოგებული მატჩის შემდეგ.

სამწვრთნელო სტაფმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მამუკელაშვილის განვითარებაში, განსაკუთრებით ვინ ბეიკერმა, რომელიც საზაფხულო ლიგაზე „მილუოკი ბაქსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

„მე ის მიყვარს. მას NBA-ის All Star-შიც აქვს მონაწილეობა მიღებული და ზუსტად იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს მოთამაშეებს. როცა შეცდომას უშვებ და არ იცი რა ქნა, შეგიძლია მარტივად შემოტრიალდე და ის უბრალოდ წყნარად გეუბნება – „მე შენი მჯერა, ყველაფერს რასაც აკეთებ მჯერა და გენდობი“, – ან უბრალოდ გეუბნება როგორ უნდა მოიქცე“, – ამბობს მამუკელაშვილი ბეიკერზე.

მთელი საზაფხულო ლიგის განმავლობაში, მამუკელაშვილი საჯარიმოს ხაზთან ხშირად ხვდებოდა, სამქულიანების თითქმის ნახევარს ზუსტად ისროდა (47.6%) და ერთი ხელით შესრულებული ჩატენვებით გულშემატკივრების სიამოვნებას იწვევდა.

„ის არის მაღალი მოთამაშე, რომელსაც 4 ნომერზე თამაშიც შეუძლია. შესაბამისად, ვუთხარი, რომ ღია სივრცის დროს ტემპი შეცვალოს ხოლმე. ის მიჩვეულია იანის ანტეტოკუნმპოს ყურებას, რომელიც ხანდახან სწრაფად მოძრაობს.

ტემპის ცვლილებასთან ერთად პასის მიცემის უნარიც აქვს. მას ქულების მოგროვება, სროლა და პასიც შეუძლია. უბრალოდ ვეუბნები, რომ პარკეტი კარგად დაინახოს და ფანტაზია გამოიყენოს – მაგრამ ეს ყველაფერი შედარებით უფრო ნელა გააკეთოს“, – აღნიშნა ბეიკერმა.

მამუკელაშვილმა წინა სეზონში „მილუოკი ბაქსის“ გარდა, G ლიგაში „ვისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაშიც ითამაშა, სადაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა (20.3 ქულა, 10.9 პასი).

„G ლიგა და „ჰერდი“ შესანიშნავია ადგილია ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის, რომ თავდაჯერებულობა დაიბრუნონ და დაუმტკიცონ გუნდებს რეალურად რა შეუძლიათ. „ჰერდში“ წასვლისას მისია მქონდა, რომ ჩემი თამაში მეჩვენებინა და ვფიქრობ, ზუსტად მაგას ვაკეთებდი“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ივლისია და „ბაქსის“ პრესეზონის პირველ მატჩამდე თვეებია დარჩენილი, ვეტერანი თანაგუნდელების მხრიდან მამუკელაშვილის მიმართ მხარდაჭერა იგრძნობა.

LAS VEGAS, NV – JULY 13: Zylan Cheatham #45 of the Milwaukee Bucks high fives Sandro Mamukelashvili #54 of the Milwaukee Bucks during the 2022 Las Vegas Summer League on July 13, 2022 at the Thomas & Mack Center in Las Vegas, Nevada NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Bart Young/NBAE via Getty Images)

„გუნდელებისგან ბევრი ვისწავლე. იანისი ყოველთვის მეუბნებოდა, როგორ უნდა შემენარჩუნებინა მოთმინება და ვყოფილიყავი წყნარი, მაგრამ აგრესიული. ბობისგან ვისწავლე, რომ ყველა ეპიზოდს მნიშვნელობა აქვს და 110%-ით უნდა დაიხარჯო. ჯრუმ მასწავლა, რომ მტკიცე უნდა ვიყო, ხოლო კრისმა კი სროლა.

როცა აქ ახალგაზრდა მოდიხარ, ხანდახან შეიძლება დაიკარგო. მაგრამ გვერდით უნდა გყავდეს ადამიანები, რომლებიც აცდენილი გზიდან დაგაბრუნებენ და გეტყვიან, როგორ გახდები პროფესიონალი. ყველაფერს, რასაც მათგან ვსწავლობ, ვცდილობ საზაფხულო ლიგაზე გამოვიყენო. ეს დაუჯერებელია. მთელი გუნდი გულშემატკივრობს ერთმანეთს სეზონის განმავლობაში… გამოცდილი მოთამაშეები მოდიან და მხარს გიჭერენ, ეს საუკეთესო გრძნობაა. ბობი ჩემი უფროსი ძმა არის და თამაშზე მისმა დანახვამ მომცა მოტივაცია, რომ გამოვსულიყავი და უფრო კარგად მეთამაშა. ყველა, ვინც თამაშის საყურებლად მოვიდა, მიყვარს.

ვგრძნობ, რომ ბიჭები სულ მიყურებენ. ჯრუმ და კრისმა თამაშის მერე მომწერეს. ყველა გვიყურებს და ჩართულია. მოხარული ვარ, რომ ამ დიდებული ორგანიზაციის წევრი ვარ“, – ამბობს მამუკელაშვილი.“

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბურთალოც გამოვარდა და საქართველო უევროპოდ დარჩა: არადა, გასვლა შეიძლებოდა

ახლა დავისვენებთ და მერე საქართველოს მივხედავთ: ლეხი კმაყოფილია, ბათუმი ქომაგის მადლობელი