in

მოინდომა რა: მამარდაშვილს ლიდერს ართმევენ – ტრანსფერების ჭორები დაიწყო

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება, ბევრგან ჩემპიონიც გარკვეულია, თუმცა ბევრგან გადამწყვეტი ბრძოლები ახლა იწყება. გუნდები, ჟურნალისტები, აგენტები კი სამომავლო ტრანსფერების შესახებ უკვე ბჭობენ. ბევრი არც გამართლდება, ან პირიქით ბევრი ვითომ უარყოფილი განხორციელდება. უკვე ამ ეტაპზე საკმაოდ არის სიახლეები.

„ბარსელონამ“ შეათანხმა ტრანსფერი „ვალენსიას“ ფეხბურთელ სოლერთან. ფასი 20 მილიონი ევროა. მოგეხსენებათ, კარლოს სოლერი გიორგი მამარდაშვილის გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

რალფ რანგნიკმა „მანჩესტერში“ რონალდოს მომავალზე ისაუბრა: „უმჯობესია ტენ ჰაგს კითხოთ კრიშტიანოს როლზე სისტემაში. მან დაამტკიცა, რომ „მანჩესტერის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა გუნდს მეტი თავდამსხმელი სჭირდება“.

რეშფორდი და ლინგარდი „მანჩესტერში“ შანსს მიიღებენ ტენ ჰაგის ხელში.

„მანჩესტერის“ ურუგვაელი ედინსონ კავანი განიხილავს „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლის ვარიანტს.

პრემიერლიგიდან უკვე გავარდნილი „ნორვიჩი“ მზადაა მცველი აარონსი გაასხვისოს, რომელსაც „მანჩესტერს“ და „არსენალს“ უკავშირებენ.

„ლაციოს“ მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტი გამორიცხავს „მანჩესტერთან“ და პსჟ-სთან მოლაპარაკებებს.

„რეალი“ და „ჩელსის“ მცველი რიუდიგერი უახლოეს დღეებში გააფორმებენ კონტრაქტს.

„ჩელსი“ განაგრძობს „სევილიელი“ კუნდესადმი ინტერესს.

პულიშიჩის მამა განიცდის შვილის „ჩელსიში“ მომავლის თაობაზე.

რომელუ ლუკაკუც უკმაყოფილოა „ჩელსიში“ თავისი მდგომარეობით.

„ნაპოლი“ დაინტერესებულია „ჩელსის“ ფეხბურთელ ბროიათი.

„იუვენტუსმა“ თვალი დაადგა „არსენალის“ გაბრიელს.

„მანჩესტერი“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“ პაულო დიბალას ხელში ჩასაგდებად პრეტენდენტები არიან.

მოჰამედ სალაჰის მომავალი „ლივერპულში“ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

„ბარსელონამ“ უარყო რობერტ ლევანოდოვსკისთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია.

ჩავიმ გავის მომავალზე კომენტარი გააკეთა: „დიდი იმედი მაქვს, რომ გავი მალე გააგრძელებს კონტრაქტს. მინდა ის შემდეგი გახდეს არაუხოს შემდეგ“.

ბროზოვიჩი არწმუნებს პერიშიჩს „ინტერთან“ კონტრაქტი გააგრძელოს.

ფაბიო კანავარომ შესაძლოა „ესპანიოლი“ ჩიბაროს.

პსჟ მზადაა პოჩეტინოს დაემშვიდობოს.

„ლესტერის“ ნახევარმცველ იური ტილემანსს სურვილი აქვს „რეალში“ გადავიდეს. კაი ერთი, მოინდომა რა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტექნიკური წაგება და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სტადიონს

ნიკოლობ ბასილაშვილმა ფაბიო ფანინი დაამარცხა და მადრიდის მასტერსი მოგებით დაიწყო