in

ბელარუსები სახლში ვერ ითამაშებენ, რუსები მაინც იბრძვიან, პოლონეთი პირდაპირ გავა – ამბები მოკლედ

უეფამ ბელარუსს მისი ეგიდით გამართული მატჩების შინ ჩატარება აუკრძალა. ბელარუსებს თამაში ნეიტრალურ მოედანზე მოუწევთ.

პოლონეთის ნაკრები პირდაპირ გავა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ფინალში, ნახევარფინალში რუსეთს არავინ ჩაანაცვლებს.

რუსეთის საფეხბურთო კავშირი სარჩელს შეიტანს ფიფასა და უეფას წინააღმდეგ. რუსები აპირებენ ბოლომდე იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების ჩასატარებლად.

YouTube-მა საფეხბურთო ცსკა-ს ოფიციალური არხი დაბლოკა.

ჰარი კეინი და მატიპი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვიან.

მხითარიანმა სომხეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა.

რონალდ კუმანი მოყვა, რომ ლაპორტა მის „ბარსელონადან“ გაგდებას ითხოვდა.

ერიკ ტენ ჰაგი ემზადება ზაფხულში „მანჩესტერის“ ჩასაბარებლად. „აიაქსის“ მწვრთნელი ინგლისურს ხვეწს.

კონორ მაგრეგორმა „ჩელსის“ ყიდვის სურვილი გამოთქვა. ის 3 მილიარდ ფუნტსაც კი გადაიხდის.

„სიტი“, „მანჩესტერი“ და პსჟ მზად არიან „ლაიპციგიდან“ ნკუნკუ იყიდონ.

„რეალმა“ ლევერკუზენის ‘ბაიერიდან“ ვირცის შეძენის გეგმები გადადო.

ლეონარდო სერხიო რამოსის გადასვლაზე: „არ მეშინია შეცდომების აღიარება“.

„რომამ“ შესაძლოა „ბენფიკადან“ ვაიგლი წაიყვანოს.

წარსულში ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი ადრიან მუტუ ბუქარესტის „რაპიდის“ მწვრთნელი გახდა.

ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერს“ ურჩია ანჩელოტიზე იფიქროს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფა და უეფა რუსეთში მოთამაშე უცხოელებს ათავისუფლებს: გაწყვიტეთ კონტრაქტი და თავი დააღწიეთ რუსეთს – მიდი ხვიჩა, ისარგებლე შანსით

ენისეისთან მატჩი გაუქმდა: შავი ლომი ესპანურ კასტილიას შეხვდება