in ,

მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი, კვარაცხელიამ პენალტი გააფუჭა, ჩაკვე გააძევეს – 14 გოლი ევროპაში

ძალიან მაგარი უქმეები ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს. ევროპაში 14 ქართული გოლი გავიდა. სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე განწყობაზე ხვდებიან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელები გიორგი ქვილითაია და გიორგი მიქაუტაძე.

გარდა, კარგი ეპიზოდებისა სამწუხარო ფაქტიც იყო. გიორგი ჩაკვეტაძემ “ანტვერპენთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი პენალტი ვერ გაიტანა.

კვარაცხელიამ ცხვირი ჩამოუშვა: რაშია ხვიჩას პრობლემა – ქართველი მწვრთნელს არ უსმენს და მაგრად გააკრიტიკეს

ესპანეთის ლა ლიგაში “ვალენსია” “კადიზს” ესტუმრა და ფრეს 0:0 დასჯერდა. გიორგი მამარდაშვილი “ღამურების” თადარიგში იყო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “სანკტ პაულისთან” 0:3 დამარცხდა. ქართველი მარცხენა განაპირა მცველი მოედანზე 68-ე წუთზე ჩაერთო.

ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძემ პირველი ჰეთ-რიკი შეასრულა. მისმა “სერენმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე ვარეგემს” 5:1 მოუგო.

ცუდი მატჩი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს. “გენტი” “ანტვერპენის” მატჩში, ქართველი ტალანტი “ბუფალოს” ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 33-ე წუთზე მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს.

ლევან შენგელიამ (“ლეუვენი”) 86-ე წუთიდან ითამაშა “ბეერსხოტთან” შინ ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.

საბა ლობჟანიძემ “ჰათაისფორის” მაისურით თურქეთის სუერლიგაში მე-4 საგოლე პასი მიითვალა მიმდინარე ჩემპიონატში. ეს მოხდა “იენი მალათიასფორთან” გასვლით მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.

 ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილმა (“ვოლფსბერგი”) შეუცვლელად ითამაშა “აუსტრიასთან” შინ მოგებულ (1:0) მატჩში.

რუსეთის პრემიერლიგაში “რუბინის” სათადარიგოთა შორის მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიამ 28-ე წუთზე შეცვალა ტრავმირებული თანაგუნდელი, ხოლო 50-ე წუთზე პენალტი გააფუჭა “ნიჟნი ნოვგოროდთან” საშინაო მატჩში, რომელიც კრიზისში მყოფმა “რუბინმა” შინ 0:1 წააგო.

ზურიკო დავითაშვილმა (“არსენალი”) შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო “ხიმკისთან” შინ ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში

პოლონეთში ოთარ კაკაბაძემ 2018 წლის 24 თებერვლის (“შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ოფიციალურ მატჩში, შესაბამისად, ეს გოლი პირველია მის პოლონურ კარიერაშიც.”კრაკოვია” პირველი ტაიმის შემდეგ შინ 1:3-ს აგებდა “სტალთან”. კაკაბაძე მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე ჩაერთო თამაშში, 62-ე წუთზე კი ფლანგური პასი ოსტატურად “ჩაკეტა” შორეულ ძელთან და სხვაობა შეამცირა, რამაც “კრაკოვიას” თამაშის გადარჩენის შანსი გაუზრდა. ასეც მოხდა – მალე მეტოქემ ავტოგოლი შეაგდო და თამაში 3:3 დასრულდა.

ნიკა კვეკვესკირმა (“ლეხი”) 73-ე წუთიდან ითამაშა “შლიონსკთან” შინ მოგებულ (4:0) მატჩში.

ვაკო გვილიამ (“რაკოვი”) შეუცვლელად ითამაშა “ვარტასთან” შინ მოგებულ (3:0) მატჩში.

პოლონეთის პირველ დივიზიონში გიორგი მერებაშვილმა “პოდბესკიძიეს” შემადგენლობაში საგოლე პასი მიითვალა. მისი გუნდი “ლეგნიცასთან” 2:4 დამარცხდა.

უნგრეთის უმაღლეს ლიგაში ბუდუ ზივზივაძემ (“ფეჰერვარი”) 81-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო კომპენსირებულ დროში პენალტი მოუპოვა თავის გუნდს, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში (1:1) დაფიქსირდა “დებრეცენთან” საგარეო მატჩში.

სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” შინ 5:1 სძლია აუტსაიდერს “პოჰრონიეს”. ვლადიმირ ვაისმა ორივე ქართველი, რომელსაც სანაკრებო მატჩები უწევს, სათადარიგოთა შორის დატოვა.

დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) შეუცვლელად ითამაშა და მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო “ვიბორგთან” შინ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

კვიპროსში ქართული დუელი შედგა. ქართველების დაპირისპირებაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” შინ 2:1 მოუგო აპოელ-ს, სადაც მისი ყოფილი შეგირდები – გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.

ანგარიში სწორედ ქვილითაიამ გახსნა, როცა ლორიას უკუგდებული ბურთი მცველთან ჭიდილში კარში შეაგორა. თუმცა ქეცბაიას გუნდმა თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2:1 გაიმარჯვა.

ქვილითაიამ ბოლომდე ითამაშა, 55-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა დაუშვილი, ხოლო ოქრიაშვილი წინა ტურში გაძევების გამო დისკვალიფიცირებული იყო.

რაც შეეხება “ანორთოსისს”, აქ მხოლოდ ლორია გახლდათ მოედანზე, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა სათადარიგოები იყვნენ.

სამხრეთ კორეაში ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-8 გოლი (პლუს 3 საგოლე პასი) გაიტანა. მისმა “ულსან ჰიუნდაიმ” კი, რომელმაც კარგა ხანია დაიბევა ადგილი საჩემპიონო ექვსეულში და პირველ ადგილსაც ინარჩუნებს, სტუმრად 3:0 დაამარცხა “სუვონი”. ყაზაიშვილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან ეფექტურად შეასრულა თავისუფალი საჯარიმო დარტყმა, რომელიც მეტოქის საჯარიმოშივე დაინიშნა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამგურალმა დინამო ისევ გაამწარა: ბათუმი თბილისს 7 ქულით უსწრებს

ევროპა რიხიანად დავიწყეთ: უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხები გაანადგურეს