in

მიუნხენამდე ბასილაშვილი ბარსელონაში ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაშია და 500-იან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-9 ნომრად არის განთესილი და ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე ესპანელი ხაუმე მუნარსა და ფრანგ არტურ დინდერკნეხს შორის გამარჯვებული იქნება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2,802,580 ევროს შეადგენს და გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბარსელონადან 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი მიუნხენში გადაინაცვლებს, სადაც BMW OPEN-ზე ტიტულის და სარეიტინგო ქულების დაცვას შეეცდება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0