ევროლიგაში საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო. ხმის მიცემის უფლება გულშემატკივრებსაც აქვთ. ქომაგები სიმბოლური ხუთეულის კანდიდატებს შეარჩევენ. მათ შორის არის ჩვენი თორნიკე შენგელიაც.
გულშემატკივრების ხმებს საერთო შედეგებში 25%-იანი წილი აქვს. საუკეთესოები 9 მაისამდე უნდა დასახელდნენ. შემდეგ ემატება მწვრთნელების, გუნდების კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები.
ყველაზე მეტი ხმის მქონე კალათბურთელი სეზონის MVP-ის ტიტულს მიიღებს. ასევე შედგება პირველი და მეორე სიმბოლური ხუთეულები.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა ამ ბმულზე შეუძლიათ: https://alleuroleagueteam.euroleague.net/
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings