in

არც ხვიჩაა ხელშეუხებელი: ქართველში 100 მილიონს პსჟ და ჩელსი იხდიან

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი გუნდის ბოლო მატჩის შედეგითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.

“პარტენოპეი” “ემპოლისთან” გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

ახლა კი Gazzetta dello Sport წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ყველა ფეხბურთელის გაშვებაზე იქნება თანახმა და ვინც უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს. ხელშეუხებელი აღარავინ იქნება, მათ შორის, კვარაცხელიაც.

“ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.

ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.

“პარტენოპეის” აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა”. – წერს გამოცემა.

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

პარალელურად, ჟურნალისტი ეკრემ კონური “ტვიტერით” იტყობინება, რომ ხვიჩას მიმართ ლიგა 1-ის და პრემიერლიგის წარმომადგენლები ინტერესს ისევ ავლენენ და შეიძლება “ნაპოლის” 22 წლის ქართველში ზაფხულში 100 მილიონი ევრო შესთავაზონ. კონურმა დაინტერესებულ კლუბებს შორის მხოლოდ
პსჟ და “ჩელსი” დაასახელა.

Areanapoli აღნიშნავს, რომ “კვარა” ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტით 2027 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, გუნდში 1.3-მილიონიანი ხელფასით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, სხვაგან გადასვლა არ უნდა, თუმცა არაა გამორიცხული, “ნაპოლის” ცუდმა სეზონმა მისი სურვილი შეცვალოს.

ადრე რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელებმა მოტივაცია დაკარგეს და თამაშის დიდი სურვილი აღარ გააჩნიათ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მივცეთ ხმა თოკოს: შენგელია ევროლიგის სიმბოლურში შეიძლება მოხვდეს

ბელინგემი ფავორიტად რჩება: ოქროს ბურთის ოცეულში ცვლილებებია