in

მერაბ შარიქაძე: ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ზაფხულში სერიოზული გამოცდა გველის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში სამ ტესტმატჩს გამართავს და სამივეს tier 1-ის გუნდის წინააღმდეგ. “ბორჯღალოსნები” 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას გასვლაზე დაუპირისპირდებიან.17 ივლისს კი, შოტლანდიას უმასპინძლებენ.

მანამდე, საქართველოს ნაკრებს 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მატჩი აქვს სათამაშო, რომელშიც 26 ივნისს ბელგია-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნულ მატჩებამდე საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა.

ივლისის ტესტებზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ ტესტს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს, “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს.

“სპრინბოქსს” 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ ბრიტანელ და ირლანდიელ “ლომებთან” სამმატჩიანი სერია ელით, მანამდე კი, 3 და 10 ივლისს “ბორჯღალოსნებს” მასპინძლობენ.

აფრიკიდან შინ მობრუნებული საქართველო 17 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს და ჯამში, ზაფხულში, ტიერ 1-ის გუნდებთან სამი ტესტ-მატჩი გამოგვივა, რისი მსგავსიც აქამდე საფხულის ტესტებზე არასდროს ყოფილა.

“სერიოზული გამოცდა და გამოწვევა გველის. მსოფლიოს ჩემპიონთან ორი მატჩი და ტიერ1-ის გუნდის მასპინძლობა, სიხარულთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ორივე დიდი გუნდია და გვსურს მათთან კარგი თამაშით ჩვენც გავიხაროთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშებში ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ რა შედეგი გვექნება”.

“ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება სამხრეთ აფრიკის პირველ თამაშს და როდესაც ქომაგი განსაკუთრებულის მოლოდინშია, სპორტსმენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს. აფრიკელები მოტივირებული დაგვხვდებიან, ეცდებიან გულშემატკივარი გაახარონ და სერიოზულ ბრძოლას შემოგვთავაზებენ”.

“საქართველოს ამ დონის ტესტ-მატჩები აქამდე არასდროს ჰქონია. სასიხარულოა, რომ შოტლანდიამ კიდევ ერთხელ ისურვა ჩვენთან სტუმრობა და აფრიკელებმა, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან შეხვედრების წინ, საქართველოსთან თამაში პროდუქტიულად მიიჩნია. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს”, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთი გულშემატკივრებს შეხვდა

კვარაცხელია ევროპის top 10 ტალანტში