in

ყველა 100%-ით არის ჩართული: საქართველო მსოფლიოს არანახულად უნდა შეხვდეს

ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის „შევარდენზე“ ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო:

„პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და ა.შ. ვარჯიშებში ყველა მოთამაშე 100%-ითაა ჩართული. გვყავს ლიმიტირებული მორაგბეები, რომელთაც თავიანთი დავალებები აქვთ და გეგმას მიყვებიან“.

პირველი სავარჯიშო კვირით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი. ფანტასტიურ მდგომარეობაშია მოედანი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გუნდში ისეთი მუხტია, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. ყველანი თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, ისეთში, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ მოიგებს ახალგაზრდულ ევროს: რა ანგარიშს ელოდებიან საქართველო-ისრაელის მატჩში – კოეფიციენტები

ზურიკო და საზონოვი ტურის სიმბოლურში არიან