UFC Vegas 25-ის ივენთზე გულშემატკივრმა გამორჩეული ბრძოლები იხილა. ქართველი მებრძოლებისთვის ივენთი წარმატებული გამოდგა – გიგა ჭიკაძემ სახელოვანი ქაბ სვენსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებლად ასპარეზობს (6:0).
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ივენთზე, გამარჯვება კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. დვალიშვილისა და სტამანის 3-რაუნდიანი დაპირისპირება ქართველი მებრძოლის სრული დომინირებით წარიმართა და დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, UFC-ის განახლებულ რეიტინგში მერაბ დვალიშვილი 4 პოზიციით დაწინაურდა. ქვემსუბუქი (BANTAMWEIGHT) წონითი კატეგორიის განახლებულ რეიტინგში, დვალიშვილი მერვე პოზიციაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს, ქართველი მებრძოლის თანაგუნდელ– ალჯამაინ სტერლინგი იკავებს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/inbound1255873712146683143-576x1024.jpg)
შეგახსენებთ, წონის Top 10-ში იმყოფება გიგა ჭიკაძეც.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings