in

მბაპე ძალიან წინაა: მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელების ათეული

Football Benchmark-მა (FB) მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია ჩამოწერა. ეს საიტი ფეხბურთის ფინანსურ ასპექტებზე სპეციალიზდება.

ლიდერი, და თან საგრძნობი უპირატესობით, რა გასაკვირია და პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპეა, მას „სიტიში“ გადაბარგებული ერლინგ ჰოლანდი მოყვება.
აი მესამე პოზიციაზე „სიტის“ ინგლისელი ფილ ფოდენის აღმოჩენა, ცოტა მოულოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ ორჯერ დაასახელეს პრემიელიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

ისედაც, საინტერესოა, რომ ტოპ 10-ში მხოლოდ ორია 25 წელს გადაცილებული.

კილიან მბაპე (პსჟ/23 წლის) – 230.1 მლნ. ევრო
ერლინგ ჰოლანდი („სიტი“/21) – 143.8
ფილ ფოდენი („სიტი“/22) – 140.2
ვინისიუსი („რეალი“/21) – 135.8
ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დორტმუნდი/19) – 116.2
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“/23) – 112.9
პედრი („ბარსელონა“/19) – 101.5
რუბენ დიაში („სიტი“/25) – 100.6
ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“/27) – 100.4
ჰარი კეინი („ტოტენჰემი“/28) – 100.3

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

20 წლამდელების შთამბეჭდავი გამარჯვება! საქართველოს ნაკრებმა კოსოვო 43 ქულით დაამარცხა

სომხები ოქროს შანსს ანიავებენ. ყარაბაღი კვლავ იგებს, რა სჭირთ მალმიოს, ბოდო გლიმტსა და დინამო ზაგრებს?