in

20 წლამდელების შთამბეჭდავი გამარჯვება! საქართველოს ნაკრებმა კოსოვო 43 ქულით დაამარცხა

საქართველოში მიმდინარე 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში, საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა და მეტოქე 92:59 გაანადგურა.

პირველ ტაიმში, კოსოვომ მედგარი წინააღმდეგობა გაწია და 35:38 დამარცხდა, მაგრამ მესამე მეოთხედიდან მოყოლებული საქართველომ მეტოქე, უბრალოდ, წალეკა.

გამორჩეულები იყვნენ, ვლადიმერ თავაქარაშვილი 21 ქულით , 3 ასისტით და 5 ჩაჭრით. ასევე ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც თავი 17 ქულას, 3 მოხსნას და 4 პასს მოუყარა.

ქართველთათვის, ეს მეორე გამარჯვება გახლდათ და ჯგუფში მესამე საფეხურზე არიან. შემდეგ ეტაპზე კი ორი საუკეთესო გუნდი გავა. დღეს, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას გაეჯიბრება და ამ მატჩში გადაწყდება მეორე ადგილოსნის ბედი.

ა დივიზიონში კი, მხოლოდ ერთი გუნდი გადავა, რომელიც ბ დივიზიონის ფინალს მოიგებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

მბაპე ძალიან წინაა: მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელების ათეული