in

მბაპემ მადრიდში რესტორანში ისადილა: პსჟ-ს პრეზიდენტიც ესპანეთშია

პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდში ჩავიდა.

As ამბობს, რომ ფრანგი ფეხბურთელი შეამჩნიეს ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში. მან პარიზული კლუბის მცველ აშრაფ ჰაკიმისთან და მის ძმასთან ერთად ისადილა, ასევე იყო კიდევ ორი თანხმლები.

პსჟ-ს ფეხბურთელებს ოთხშაბათამდე დასვენება მისცეს.

მადრიდში ჩავიდა პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი. მან მონაწილეობა მიიღო „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ ევროპული კლუბების ასოციაციის ღონისძიებაში.

შეგახსენებთ, რომ მბაპე შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ პსჟ-დან მადრიდის „რეალში“ გადავიდეს, თანაც თავისუფალი აგენტის უფლებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკატერინე გორგოძე რეიტინგში დაწინაურდა და კარიერის შედეგი აქვს

კვარაცხელიას დრო უნდა და მისგან ბევრ საინტერესოს უნდა ველოდოთ – კლაუდიო ონოფრი