in

მანჩესტერი და სელტიკი მომწონს: მაკგრეგორს კლუბის შეძენა სურს

UFC–ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ სპორტული კლუბის შეძენითაა დაინტერესებული.

მანამდე კონორმა დაწერა: „ვფიქრობ იმაზე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შევიძინო.

მას კითხეს, რამდენად მართალი იყო ეს განაცხადი.

„თუკი სიმართლე გაინტერესებთ, საუბარი თავიდან „სელტიკზე“ იყო – იმაზე, რომ დერმონტ დესმონდისგან აქციები მეყიდა.
ნამდვილად დაინტერესებული ვარ იმით, რომ ერთ დღესაც სპორტული კლუბი შევიძინო.„სელტიკიც“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“  – არიან გუნდები, რომლებიც ძალიან მომწონს. თუმცა, მე ღია ვარ. ვფიქრობ, ამ კლუბებისთვის რაღაც მეტის გაკეთება შემიძლია“, – დაწერა 32 წლის ირლანდიელმა ტვიტერზე.

მებრძოლის ქონება 252 მილიონ დოლარს შეადგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი წონის top 8-შია

მერსედესის ჰემილტონმა ესპანეთის გრან-პრი მოიგო