in

მამუკელაშვილმა მილუოკიში 23 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა

სანდრო მამუკელაშვილმა “მილუოკი ბაქსში” 23 წუთი ითამაშა. ეს მეორე შედეგია დროის მიხედვით “ხარირმების” სათადარიგოთა შორის. მასზე მეტი, 25 წუთი მხოლოდ სამარქაფო ჯევონ კარტერმა ითამაშა. მამუკელაშვილი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და მილუოკელთა გასვლით გამარჯვებაში საკუთარი, არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო. შეხვედრა ბაქსის გამარჯვებით – 109:102 დასრულდა.

სანდრო მოედანზე თამაშის დაწყებიდან 4 წუთში გამოჩნდა და სამქულიანი ააცილა, იანის ადეტოკუმბოს ჩასატენად უპასა, მერე სამიანი ჩააგდო, ჩაჭრა განახორციელა და პერიოდიც დასრულდა. შესაბამისად, ქართველი ფორვარდი თავიდანვე საკმაოდ აქტიური იყო და ასე გააგრძელა მომდევნო პერიოდებშიც. საბოლოო ჯამში მის ანგარიშზე 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში მილუოკიმ ორლანდოს 17 ქულით აჯობა. ამაზე უკეთესი შედეგი მილუოკელთაგან მხოლოდ ჯასტინ ჰოლიდეის ჰქონდა (+19).

“მილუოკიში” საუკეთესო ტრადიციულად იანისი გახლდათ. ადეტოკუმბომ 34 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ჯასტინ ჰოლიდეის სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 17 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა.

“მილუოკი” 17 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ბოსტონს ჩამორჩება. შემდეგ მატჩს “ხარირმები” 8 დეკემბერს, შინ, “საკრამენტოსთან” გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორი იქნება მომდევნო მუნდიალი

არ გვინდა რონალდო: ხალხი კრიშტიანოს ძირითადიდან ამოგდებას ითხოვს