in

არ გვინდა რონალდო: ხალხი კრიშტიანოს ძირითადიდან ამოგდებას ითხოვს

შვეიცარიასთან მერვედფინალური მატჩის წინ პორტუგალიურმა გამოცემა “ა ბოლამ” ქომაგთა შორის მოაწყო გამოკითხვა – უნდა ითამაშოს თუ არა კრიშტიანო რონალდომ სასტარტო შემადგენელობაში?

ასეთი იყო ფორმულირებული კითხვა, რომელსაც 70-მა პროცენტთა უარყოფითად უპასუხა. ანუ, გულშემატკივართა დიდ უმრავლესობას არ სურს რონალდოს ყოფნა სასტარტო შემადგენლობაში.

მათი პოზიცია გასაგებია – რაც ვნახეთ, აშკარაა, რომ კრიშტიანო მხოლოდ საკუთარი თავისთვის და პირადი რეკორდებისთვის თამაშობს. ურტყამს კარში, საიდანაც დასარტყმელი არ არის და, შესაბამისად, “ვერ” ამჩნევს უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორებს.

მის ქცევა ბევრს არ მოსწონს და ნეგატიური გამოხმაურებაც მოჰყვა დაჟინებულ მოთხოვნას, მისთვის ჩაეთვალათ ურუგვაისთან ბრუნო ფერნანდეშის მიერ გატანილი გოლი… თან კორეის ნაკრებთან სწორედ მის შეცდომას მოჰყვა გოლი პორტუგალიელთა კარში…

ამ ჩემპიონატზე მან უკვე დაამყარა რეკორდი – განასთან გოლით გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გატანილი.

გაითვალისწინებს თუ არა ფერნანდო სანტუში გულშემატკივართა პოზიციას, ამის თქმა ძნელია. როგორც წინა თამაშებმა აჩვენა, ის ჯერ კიდევ ენდობა რონალდოს…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილმა მილუოკიში 23 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა

ბრაზილიას საოცარი ნომერი ჰქონდა. აღფრთოვანებული ჟიური და მოპოვებული ადგილი 8 საუკეთესოს შორის