in ,

მამარდაშვილი Mundo deportivo-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკთან” საოცარი სეივები შემოგვთავაზა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი-King of the match გახდა.

გიორგის ჩინებულ თამაშს ესპანურ მედიაში კარგი გამოხმაურება მოყვა და ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, როგორივ Mundo deportivo-ა გიორგი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

“მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშმა “ვალენსიას” სან მამესზე” ქულა მოაპოვებინა.”-წერს ესპანური გამოცემა

გიორგი მამარდაშვილა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და 8 -ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. კოპა დელ რეიზე კი, 3 მატჩი(მათ შორის ფინალი) ითამაშა და ერთხელ შეინახა კარი მშრალად.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

კახა ჩხეტიანი ტორპედოში დაბრუნდა