in ,

ლუჩიანო სპალეტი: კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელია

“ჯენოასთან” მოგებული თამაშის შემდეგ, რადიო Kiss kiss napoli-სთან “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა მისი გუნდის განვლილი სეზონი შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

“ხვიჩა კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელია. ის ფიზიკურადაც ძლიერია, ასევე აქვს კარგი ტექნიკა და გოლებიც გააქვს. თავის პოზიციაზე ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა. მას შეუძლია რთულ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება. დღევანდელ ფეხბურთში სწორედ ასეთი ფეხბურთელია საჭირო. მჯერა, ძლიერ მოთამაშეს ვიმატებთ”, – თქვა ლუჩიანო სპალეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ზაფხულში “ნაპოლის” 10 მილიონ ევროდ შეუერთდება და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

UEFA ფეხბურთის ფედერაციებს დაფინანსებას უზრდის

შენგელია NBA-ში ბრუნდება?