in ,

ლოკოს იღბლიანი საგურამო, მსაჯის შეცდომა და ათამაშებული ტორპედო – ეროვნული ლიგა

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. საინტერესო და უხვგოლიან შეხვედრებთან ერთად, სამწუხაროდ მსაჯის მორიგი უხეში შეცდომაც ვიხილეთ. თუ წინა ტურში ყველა თამაში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, ამჯერად მასპინძელთა ტური გამოვიდა. ხუთივე შეხვედრაში გუნდებმა შინაური კედლების ფაქტორი გამოიყენეს.

XIV ტური

სამგურალი – შუქურა 1:0
ტორპედო – დილა 1:0
დინამო თბილისი – თელავი 1:0
ლოკომოტივი – სამტრედია 3:1
დინამო ბათუმი – საბურთალო 4:1

ტური წყალტუბოში გაიხსნა. 26 მაისის სახელობის სტადიონზე “სამგურალმა” “შუქურას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. წყალტუბოელები სტარტზევე საუკეთესო ბომბარდირის სერგო კუხიანიძის გოლით დაწინაურდნენ და შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის მიწურულს ქობულეთელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან გიორგი რეხვიაშვილი გააძევა. სოსო ფრუიძის მოსვლის შემდეგ “სამგურალმა” 7-დან 5 მატჩი მოიგო.

წინა ტურში “თელავის” განადგურების შემდეგ, ქუთაისის “ტორპედომ” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქუთათურებმა გორის “დილა” მიიღეს და მოულოდნელად 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ფადი ზიდანმა გაიტანა. გორის “დილამ” ზედიზედ მეორედ წააგო.

თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ლიგის აუტსაიდერ “თელავს” უმასპინძლა და ძალიან დიდი ბრძოლის შემდეგ, მინიმალური სხვაობით დაამარცხა. “დინამომ”, მიუხედავად არადამაჯერებელი თამაშისა, 18 წლის მცველის საბა ხვადაგიანის გოლით მოიგო.

თბილისის “ლოკომოტივი” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საგურამოს ბაზას დაუბრუნდა და ოფიციალური შეხვედრა “სამტრედიას” წინააღმდეგ გამართა. მატჩი “რკინიგელთა” სრული უპირატესობით წარიმართა და მათ მაროკოელი ლეგიონერის ულად ომარ იმრანის ბენეფისით მოიგო. იმრანმა მთელი მატჩის განმავლობაში მარჯვენა ფრთაზე უბრალოდ გააწამა სამტრედიელთა ურუგვაელი ლეგიონერი ესტებან მასკარენია. “ლოკომოტივისგან” ორი გოლი ულად ომარ იმრანმა, ერთიც კი, გიორგი იაკობიძემ გაიტანა. იმერელთაგან ერთი გოლი მათე კვირკვიას ანგარიშზეა – 3:1.

მორიგი საფეხბურთო ზეიმი ვიხილეთ “ბათუმი არენაზე”. ქომაგების თვალწინ ბათუმის “დინამომ” “საბურთალო” 4:1 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ბათუმელთა პირველი გოლის შემდეგ, ლაშა შინდაგორიძის დარტყმულს კარის ხაზი არ გადაუკვეთია, მაგრამ გიორგი ყრუაშვილმა გოლი ჩათვალა.

საბოლოოდ, 14 ტურის შემდეგ, ჩემპიონატში ორხელისუსუფლებიანობაა. ეროვნულ ლიგას 31-31 ქულით “დინამოები ლიდერობენ.

სატურნირო ცხრილი 14 ტურის შემდეგ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზემოთ მორჩა, ქვემოთ ომია (33-ე ტური)

ვიდეო: ბითაძის 4 ქულა და მოგება ტორონტოსთან