in ,

ზემოთ მორჩა, ქვემოთ ომია (33-ე ტური)

გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ ოთხეული უკვე დაკომპლექტდა. დორტმუნდის “ბორუსიამ”, რომელსაც ლამის მიზერული შანსი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილიყო, ბოლოს ისეთი აიწყვიტა, უსეინ ბოლტიც ვერ დაეწევა. დორტმუნდელებს ხელი შეუწყო “აინტრახტმაც”, რომელმაც ბოლო შეხვედრებში პანტა-პუნტით დაკარგა ქულები (ბოლო 5 მატჩიდან მარტო 1 მოიგო). ფრანკფურტელებმა ახლა წყალწაღებულ “შალკესთანაც” კი წააგეს და ევროპა ლიგის საგზურის ამარად დარჩნენ.

გერდი სამუდამოდ: ლევანდოვსკიმ მიულერის რეკორდი გაიმეორა – გაიტანს ერთსაც

ძალიან დაძაბული ვითარებაა ცხრილის ქვემოთ. ვინ შეუერთდება გავარდნილ „შალკეს“ მეორე ბუნდესლიგაში, ამას ბოლო ტური გადაწყვეტს. რადგან „ჰერტამ“ გასავარდნ ზონაში მყოფ „კიოლთან“ ფრეს მიაღწია, თავი სამშვიდობოს დაიგულა. ამიტომ დარჩა სამი კანდიდატი. მათგან ერთი გავარდება, ერთი გადარჩება და ერთიც მეორე ბუნდესლიგელთან გადათამაშებას ითამაშებს.

რა ხდება ბოლო ტურში? „კიოლნი“ (30 ქულა) შინ ეთამაშება „შალკეს“ და 3 ქულის შანსი დიდია. „ვერდერი“ (31 ქულა) ასევე შინ მიიღებს გლადბახის „ბორუსიას“. თუ ეს მათთვის მოტივაციაა, გლადბახელებს შეუძლიათ კონფერენსლიგაზე გავიდნენ და ამისთვის ქულები და „უნიონის“ გადასწრება სჭირდებათ. თავის მხრივ ბრემენელებმა ბოლოს როდის მოიგეს, შეიძლება არავის ახსოვდეს. ბოლო 5 თამაშიდან კი 4 წააგეს (1 ფრე). მოკლედ, „ვერდერი“ საშინელ ფორმაშია და შეიძლება ფრეც დამღუპველი აღმოჩნდეს. მესამე „არმინიაა“ (32 ქულა), რომელსაც გასვლა უწევს „შტუტგარტთან“. მერსედესელებს თეორიული შანსი აქვთ კონფერენსლიგაზე მოხვდნენ და ამ შანსს ჩაეჭიდებიან თუ არა, შაბათს (22 მაისს) გავიგებთ. ისევე, როგორც თითქმის ყველაფერს.

ბუნდესლიგა – 33-ე ტური

არმინია – ჰოფენჰაიმი 1:1
აუგსბურგი – ვერდერი 2:0
ლევერკუზენი – უნიონი 1:1
გლადბახი – შტუტგარტი 1:2
ფრაიბურგი – ბაიერნი 2:2
ჰერტა – კიოლნი 0:0
შალკე – აინტრახტი 4:3
მაინცი – დორტმუნდი 1:3
ლაიპციგი – ვოლფსბურგი
2:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონამ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ფინალში ჩელსი გაანადგურა

ლოკოს იღბლიანი საგურამო, მსაჯის შეცდომა და ათამაშებული ტორპედო – ეროვნული ლიგა