in ,

ლივერპულმა ფეხბურთი გაიხსენა, ჩელსი დავარდა, სიტი ჩემპიონი ხდება (30-ე ტური)

“სიტი” ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს დროის ამბავია. “ქალაქელებმა” სტუმრად მესამე ადგილოსანი “ლესტერი” დაამარცხეს და ახლა დარჩენილი 24 ქულიდან მხოლოდ 11 სჭირდებათ. “მელიების” წაგებამ “მანჩესტერის” წისქვილზე დაასხა წყალი, რომელმაც “ბრაიტონს” მოუტრიალა თამაში და მდევარს 4 ქულით დაშორდა.
მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა კი უფრო იძაბება. მოულოდნელად წააგო “ჩელსიმ” შინ ერთ-ერთ აუტსაიდერთან, სამაგიეროდ ძველებური ფეხბურთი ითამაშა “ლივერპულმა” და პრეტენზიაც გაუჩნდებოდა. ვნახოთ ამ საღამოს რას იზამენ “ევერტონი” და “ვესტ ჰემი” და ამ ერთი ადგილისთვის ერთბაშად 5 გუნდია დაგეშილი.

„ლივერპულმა“ 2021 წელს პრემიერლიგაში 15 ქულა მოიპოვა გასვლაზე და მხოლოდ 1 – შინ.

“ლივერულმა” პრემიერლიგაში ბოლო 6 გამარჯვებიდან ყველა გასვლაზე მოიპოვა.

„ლივერპულმა“ ივნისის შემდეგ პირველად ჩაატარა სამი მშრალი მატჩი ზედიზედ.

ჰარი კეინმა 84 გოლი გაიტანა სტუმრად ჩატარებულ 120 მატჩში. ეს რეკორდია ერთ კლუბში გატანილი გოლებით.

კეინი პრემიერლიგის ბომბარდირებს შორის მე-8 ადგილზე გადავიდა, ის დეფოს დაეწია. მარტო აგუეროს აქვს უფრო მეტი გატანილი მოქმედი ფეხბურთელებიდან.

„სიტის“ სულ რაღაც 11 ქულა სჭირდება 7 მატჩში, რათა ჩემპიონი გახდეს.

„სიტიმ“ ზედიზედ 5 მატჩი მოიგო.

ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგაში მე-300 მატჩი ითამაშა. მას “ლესტერში” დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. ფორვარდმა ამ დროში 135 გოლი გაიტანა.

“მანჩესტერმა“ 25 ქულა დააგროვა ისეთ მატჩებში, როდესაც თამაშს აგებდა. ეს ყველაზე მეტია პრემიერლიგაში.

„მანჩესტერი“ არ აგებს ჩემპიონატში ზედიზედ 10 თამაშია: 5 მოგება და 5-იც ფრე.

„ჩელსიმ“ 2 გოლი (5 გაუშვა) ტუხელის ხელში პირველად გაუშვა. შეწყდა 7-მატჩიანი მშრალი სერია.

5 გოლი “ჩელსიმ” ისტორიაში მეორედ გაუშვა პრემიერლიგის საშინაო მატჩში. პირველად ასეთი რამ 2011 წელს მოხდა, 3:5 – “არსენალთან”.

“ჩელსიმ” ამ სეზონში “ვესტ ბრომვიჩთან” ორ შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა. არისტოკრატებს მსგავსი რამ არცერთ სხვა გუნდთან არ დამართნიათ.

პრემიერლიგა – 30-ე ტური

ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი 2:5
ლიდსი – შეფილდი 2:1
ლესტერი – სიტი 0:2
არსენალი – ლივერპული 0:3
საუთჰემპტონი – ბარნლი 3:2
ნიუკასლი – ტოტენჰემი 2:2
ასტონ ვილა – ფულჰემი 3:1
მანჩესტერი – ბრაიტონი 2:1

ორშაბათი, 5 აპრილი
ევერტონი – კრისტალ პალასი
ვულვერჰემპტონი – ვესტ ჰემი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგიჩაშვილის სადებიუტო ლელო და ქართველის პირველი მსაჯობა ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში

კვირკველიას როტორში დარჩენა უნდა, ოღონდ ერთი პირობით