in

ლეო მესი: კლუბის ხედვები ჩემს ამბიციებს ემთხვევა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, გენიალური ლეო მესი პსჟ-მ ოფიციალურად წარადგინა. მესის წარდგენა “პარკ დე პრენსზე” მოხდა, სადაც ლეომ ახალი გუნდის მაისურიც მოირგო. არგენტინელი პარიზულ კლუბში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ცნობისთვის, მესის “ბარსელონაშიც” 30-ნომრიანი მაისურით დაიწყო თამაში.

მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 1 წლით გახანგრძლივების ვარიანტით და მისი ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება. 11 აგვისტოს, თბილისის დროით 13:00 მესი პსჟ-ს ფეხბურთელის რანგში პირველ პრესკონფერენციასაც გამართავს.

პრეზენტაციის შემდეგ, მესიმ ახალ კლუბში გადასვლაზე პირველი კომენტარიც გააკეთა.

“ჩემი კარიერის ახალი თავის მნიშვნელოვანი დასაწყისია. კლუბი და მისი ხედვები ჩემს ამბიციებს ჰარმონიულად ეთანხმება. კარგად ვიცი, რა ნიჭიერი ფეხბურთელები და ძლიერი სტაფის წევრები არიან პსჟ-ში. მათთან ერთად მინდა შევქმნა, რაღაც დიდი კლუბისთვის და ფანებისთვის. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ამ სტადიონზე” – თქვა ლეო მესიმ.

https://twitter.com/PSG_English/status/1425189684985143298?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1425189684985143298%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fpopsport.com%2Farticle%2F37298-klubis-khedvebi-chems-ambitsiebs-harmoniulad-emtkhveva-mesis-prezentatsia-pszh-shi

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი პარიზშია:ლეო ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და ტრანსფერიც გაოფიციალდება

ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას კარში მამარდაშვილი იქნება