in

მესი პარიზშია:ლეო ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და ტრანსფერიც გაოფიციალდება

ოფიციალურად! ლიონელ მესი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია. პარიზული კლუბის პრეს-სამსახურმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ ტვიტერზე გამოაცხადა და პრესკონფერენციაც დააანონსა, რომელსაც არგენტინელი 11 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:00 სთ-ზე გამართავს.  

მესი საფრანგეთის დედაქალაქში 10 აგვისტოს ჩავიდა. პარიზის აეროპორტში ფეხბურთელს პსჟ-ის ფანები დახვდნენ. არგენტინელი, რომელსაც მაისურზე პარიზი ეწერა, შეკრებილებს თბილად მიესალმა.

მესი პარიზულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს (2023 წლის ზაფხულამდე) – ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ლეოს ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო (პლუს პრემიები) იქნება. როგორც ირკვევა, ნეიმარმა არგენტინელს 10 ნომერი შესთავაზა, მაგრამ მესიმ უარი თქვა და პსჟ-ში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და მიითვალა 305 საგოლე პასი. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნების ექიმი: რაიმეს პროგნოზი შეუძლებელია

ლეო მესი: კლუბის ხედვები ჩემს ამბიციებს ემთხვევა