in ,

ლეგიონერები: ვოლკოვისა და გიგაურის გოლები, შენგელიას პასი

გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ყველას არ უთამაშია.

ლევან შენგელიას “ქონიასფორი” თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში “დენიზლისფორს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევი თადარიგში იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. მცირე დროის მიუხედავად, შენგელიამ მაინც მოასწრო თავის გამოჩენა. მოედანზე შემოსვლიდან 4 წუთში ლევანმა საგოლე პასი შეასრულა.
თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ლევან შენგელიას ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასია.

ასევე თავი გამოიჩინეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე ქართვეებმა. მე-15 ტურის შეხვედრაში “გაბალა” ტურნირის აუტსაიდერ “კეშლას” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში პირველი ბურთი მერაბ გიგაურმა გაიტანა.

https://www.facebook.com/fcgabala/videos/170034044683251

“ზირას” შემადგენლობაში გაიტანა დავით ვოლკოვმაც. “ზირამ” “საბაჰს” უმასპინძლა და ფრეს 2:2 დასჯერდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოწინააღმდეგის კარი მატჩის მე-80 წუთზე აიღო. მიმდინარე სეზონში ვოლკოვის ანგარიშზე, უკვე 6 გოლია.

https://www.facebook.com/CaspianQaqa/videos/873740893422040

გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტე” ლა ლიგის შეხვედრაში “ოსასუნას” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი განაცხადში არ ყოფილა.

ლა ლიგა 2-ში ჩაატრეს თამაშები ქართველების კლუბებმა. გიორგი აბურჯანიას “კარტახენა” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანოს” დაუზავდა 2:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ასევე, შეუცვლელად ითამაშა “ალმერიას” შემადგენლობაში გიორგი მაკარიძემ. “ალმერიამ” “ლას პალმასი” 3:1 დაამარცხა. მაკარიძეს ანგარიშზეა 2 სეივია.
ოთარ კაკაბაძის “ტენერიფემ” 1:0 დაამარცხა “პონფერადინა”, მაგრამ ქართველი მარჯვენა მცველი მოედანზე არ გამოჩენილა.

გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში ითამაშა ითამაშა ლუკას ჰუფნაგელმა. მისი “უნტერჰახინგი” “ზაარბრიუკენს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ჰუფნაგელი მოედანზე მე–60 წუთზე გამოჩნდა.

საფრანგეთის ლიგა 2–ში ამირან სანაიას “როდეზი” “ტრუას” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. სანაია ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

უნგრეთში გიორგი ბერიძის “უიპეშტმა” “დიოშდიორი” 1:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.

ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” მტკ-ს უმასპინძლა 1:2 დამარცხდა. ზივზივაძემ 62 წუთი ითამაშა.

პოლონეთში გიორგი მერებაშვილის “ვისლამ” ნიკა კაჭარავას და ნიკა კვეკვესკირის “ლეხს” უმასპინძლა 1:0 მოუგო. მერებაშვილი და კაჭარავა განაცხადში არ ყოფილან. კვეკვესკირი 79-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

ავსტრიაში 87 წუთი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა, რომლის “შტურმიც” ლასკ-თან დამარცხდა.

ლუკა ლოჩოშვილის და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგერმა” “ადმირა” 2:1 დაამარცხა. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. გიორბელიძე თადარიგში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

შეუცვლელად ითამაშა საბა ლობჟანიძემ თურქული “ანკარაგიუჯუს” შემადგენლობაში, რომელიც “ქაიზერისპორთან” უგოლო ფრეს დასჯერდა.

საბერძნეთში ბაჩანა არაბულის და გუგა ფალავანდიშვილის “ლამია” საგარეო მატჩში “ასტერასს” დაუპირისპირდა უგოლოდ დაუზავდა. არაბული მატჩში ბოლოსკენ ჩაერთო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაუგებრობა თუ არაღიარება: შეიხს ქალი მსაჯები არ მოეწონა

ქუთაისის ტორპედოში ზიდანი ითამაშებს