in ,

ლაპორტამ ქორწინების ორგანიზებას მიჰყო ხელი. გზა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერიდან ხალხის დაოჯახებამდე

კატალონიის „ბარსელონა“ – ახალი მილენიუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი. რიგი საფეხბურთო ექსპერტები 2009 წლის „ბარსას“ საერთოდაც ისტორიაში უძლიერეს გუნდად მიიჩნევენ. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და გამონაკლისი არც კატალონიური გრანდი აღმოჩნდა. ბართომეუს კატასტროფული მენეჯმენტი, რომლის გამოისობითან გუნდი კარგა ხანს ვერ იფორმებდა მემფის დეპაის. არადა, სულ რაღაც 5 მილიონი ევრო იყო საჭირო.

მოკლედ, კოშმარი სახელწოდებით ბართომეუ დასრულდა, თუმცა ლაპორტა არც ილონ მასკია და არც ჯეფ ბეზოსი, რომ ჯიბეზე ხელი გაიკრას და „ბარსელონა“ უმალ უძლიერეს ფინანსურ მოდელად აქციოს. ჩავის დანიშვნამ იმედის ახალი ნაპერწკალი გააღვივა. 2 თვის წინ ჰოლანდის ტრანსფერზე იწერებოდა, გუნდის სათამაშო ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა, ახალგაზრდები გავისა და პედრის თაოსნობით მშვენივრად გამოიყურებიან, მაგრამ…


როგორც ჩანს, ყოველივე ეს მომავლის დიდი პროექტია, აწმყოში კი ლაპორტას ფინანსური სახსრების მოსაძიებლად ალტერნატიული ხერხების ამუშავება უწევს.


ახლა კი, დეტალურად ლაპორტას ახალი „ფინანსური მოდელის“ შესახებ:


გნებავთ ქორწილის გადახდა „კამპ ნოუზე“? – 1600-13600 ევროს შუალედში ეს შესაძლებელია. თუ მეგობრებთან ერთად ბურთის გაგორებას გადაწყვეტთ, ესეც არ იქნება პრობლემა. 300 ევრო თითოეულ მოთამაშეზე და 60 წუთის განმავლობაში ითამაშებთ იმ მინდორზე, რომელზეც 13 წლის წინ ვინიცის, ისტორიაში საუკეთესო გუნდი ბურთაობდა: მესი, პედრო, ვილა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა. თავისუფლად შეიძლება თქვენი სამეგობროს სახელებიც შეემატოს ამ ფეხბურთელლთა ნუსხას, რადგან საერთო ნამდვილად გექნებათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანორთოსისი პოსტ ქეცბაიას ერისთვის ემზადება

ისტორიის დასასრული: ლევანდოვსკი ბაიერნს დატოვებს!