in

ანორთოსისი პოსტ ქეცბაიას ერისთვის ემზადება

კვიპროსული გამოცემა „24სპორტს“ სტატიას ამზეურებს, რომელშიც ფაქტობრივად გადაწყვეტილად შერაცხა გუნდიდან ქეცბაიას მეოერედ წასვლა.

მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობა შეიცვალა 54 წლის ქართველს უჭირს საერთო ენის გამონახვა ნეოფიტუს ლარკუსთან და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ხრისტოს პულაიდისთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქეცბაია ახალი გუნდის ძიებას იწყებს.

მიზეზი მარტივია, ახალ მფლობელს სურს ქეცბაიას ასისტენტების შეცვლა (სოსო ჭედია), რათა სახელფასო ჭერი შემცირდეს, მაგრამ ქართველმა მტკიცე უარი სტკიცა და, ალბათ, აქ გაიყოფა „ანორთოსისისა“ და ქეცბაიას გზები.

ქართველი ფამაგუსტურ კლუბში 2004-09 წლებში მუშაობდა, როდესაც მან „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ყველაზე ბოლო წარმატება კი მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის სტადია გახლდათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძიუდოს რეიტინგი განახლდა: 3 წონას ქართველი ლიდერობს

ლაპორტამ ქორწინების ორგანიზებას მიჰყო ხელი. გზა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერიდან ხალხის დაოჯახებამდე