in

კუნდეს გამო ბევრი რამ აირია, ლევანდოვსკის 5-ში წარადგენენ – სატრანსფერო ამბები

„ვესტ ჰემში“ გადავიდა „სასუოლოს“ საუკეთესო ბომბარდირი სკამაკა. მას გასულ სეზონში სერია ა-ში 16 გოლი გაიტანა.

ლუის სუარესმა დაადასტურა ურუგვაის „ნასიონალში“ გადასვლა. მან კარიერა სწორედ ამ გუნდში დაიწყო.

“აიაქსმა” “მანჩესტერის” ინტერესის გამო ანტონის ფასი 80-დან 100 მილიონამდე გაზარდა. ფეხბურთელს გადასვლა უნდა.

„ბარსელონას“ სურდა დეპაი ჩაერთო კუნდეს ტრანსფერში, მაგრამ „სევილიამ“ უარი თქვა.

რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია 5 აგვისტოს შედგება „კამპ ნოუზე“.

„იუვეტუსმა“ და აარონ რემზიმ ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს.

პსჟ-მ გამოაცხადა „ლაიპციგის“ მცველის მუკიელეს ტრანსფერის შესახებ. კონტრაქტი 2027 წლამდეა.

ინსაიდერი ფაბრიციო რომანო: „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა და ნაგელსმანი მიიჩნევენ, რომ ჰარი კეინი შეიძლება ახალი ლევანდოვსკი გახდეს, მაგრამ არის ერთი პრობლემა სახელწოდებით „ტოტენჰემი“.

„ნოტინგემი“ 15 მლნ ევროდ ყიდულობს „შტუტგარტის“ საყრდენ მანგალას. ის მე-12 ახალვეული იქნება პრემიერლიგაში დაბრუნებული გუნდისთვის, რომელმაც დაახლოებით 87 მლნ ევრო უკვე დახარჯა.

„ბარსელონა“ აღარ აიყვანს ინიეგო მარტინესს ამ ზაფხულს კუნდეს გამო. მისი გაფორმება 2023 წელს უფასოდ შეეძლება თუ პიკე წავა.

„ჩელსის“ კუნდეს ტრანსფერის ჩაშლის გამო დუმფრისი აინტერესებს. „ინტერი“ 40 მლნ ევროზე ნაკლებს არ მიიღებს.

ტიმო ვერნერით „ნიუკასლი“ დაინტერესდა.

მილინკოვიჩ-სავიჩმა უარი თქვა „არსენალსა“ და „ნიუკასლში“ გადასვლაზე.

ედინსონ კავანიმ შესაძლოა კარიერა ისევ იტალიაში გააგრძელოს. საუბარია გადიდგულებულ „მონცაზე“. მანამდე კი „ვილიარეალის“ ვარიანტზეც დაწერეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგას თავში ქალი მოექცა: ბანკები, რესტორნები, ავეჯი – რა გამოცდილება აქვს ინგლისური ფეხბურთის ახალ პრეზიდენტს

ესპანეთის მომავალი ჩემპიონი ცნობილია: სუპერკომპიუტერმა პროგნოზი დადო, მაგრამ…