in ,

პრემიერლიგას თავში ქალი მოექცა: ბანკები, რესტორნები, ავეჯი – რა გამოცდილება აქვს ინგლისური ფეხბურთის ახალ პრეზიდენტს

ინგლისის პრემიერლიგამ ისტორიაში პირველად პრეზიდენტად ქალი დანიშნა. ეს როლი ელისონ ბრიტენს ანდეს.

57 წლის ბრიტენი შეცვლის პიტერ მაკორმაკს, რომელიც გასული წლიდან დროებით ხელმძღვანელობდა პრემიერლიგას.

ბრიტანეთში ბრიტენი ცნობილია საბანკო დარგში მუშაობით. მას ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა Lloyds Banking Group-სა და Santander UK-ში. ბიზნესქალს ურთიერთობა ასევე ჰქონდა Whitbread-თან, რომელიც სასტუმროებსა და რესტორნებს მართავს, ასევე კომპანია Dunelm-თან, რომელიც სახლისთვის ავეჯს აწარმოებს.

ბრიტენის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერლიგის 20-მა კლუბმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიბალას სამეფო მიღება რომში: საღამოს საუკეთესო ვიდეო

კუნდეს გამო ბევრი რამ აირია, ლევანდოვსკის 5-ში წარადგენენ – სატრანსფერო ამბები