in

კრიშტიანოს ეპოქალური რეკორდი: 20 გოლი 12 სეზონში

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ მორიგი მწვერვალი დაიპყრო. მან სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში „სპეციას“ გაუტანა და უნიკალური სერია აჩვენა – 12 სეზონია რონალდო იტანს არანაკლებ 20 გოლს. და ეს ხდება ტოპ 5 ჩემპიონატში.

კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია.

„იუვენტუსმა“ მატჩი 3:0 მოიგო. 36 წლის რონალდომ სამიდან ერთი გოლი გაიტანა და ისტორიული მიღწევაც დააფიქსირა.

2020/21 წლების სეზონში რონალდომ 27 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი მისცა 30 თამაშში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიურ თებერვალში საუკეთესოა ლუკაკუ

სიტის საერთო ევროპულ რეკორდამდე 2 მატჩი რჩება