ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტრადიციულად გაიმართა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შეხვედრები.
წინასწარ ცნობილი იყო, რომ ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ გავარდებოდა, რადგან ავსტრიულმა გუნდმა პირველი თამაში შინ წაააგო 0:3 ფრანგულ „ლილთან“. განმეორებითი მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.
კიტეიშვილი ძირითადში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მა 6.6 ქულით შეაფასა, flashscore-მა კი – 6.2-ით.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/03/430103910_949967399823517_3960764166857998065_n.jpg)
ცოტა დააკლდა სენსაციამდე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახს“, რომელიც წელს უძლეველ ლევერკუზენის „ბაიერს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ ბოლო, 90-ე წუთზე ორი გოლი გაუშვა და 2:3 წააგო. პირველ შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.
ევროპალიგის მეოთხედფინალში გავიდნენ: “ბენფიკა”, “მილანი”, “მარსელი”, “ვესტ ჰემი”, “ატალანტა”, “რომა”, “ლევერკუზენი”, “ლივერპული”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
კონფერენსლიგის მეოთხედფინალისტები არიან: “ფენერბაჰჩე”, “ფიორენტინა”, პაოკ, “პლზენი”, “ასტონ ვილა”, “ბრიუგე”, “ლილი”, “ოლიმპიაკოსი”.
წილისყრა დღეს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings