სერია A-ს 29-ე ტურში „ტორინომ“ გასვლაზე „უდინეზეს“ 2:0 სძლია.
საბა საზონოვი მხოლოდ 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.
„ტორინო“ 41 ქულით მე-10 ადგილზეა და 30 მარტს „მონცას“ უმასპინძლებს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე ევროტურნირებზე გამსვლელ გუნდებთან ჩამორჩენა ექვს ქულამდე შეამცირა.
სერია B-ს 30-ე ტურში „კრემონეზე“ სტუმრად „ზიუიდტიროლთან“ 0:3 დამარცხდა.
ლუკა ლოჩოშვილი 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„კრემონეზე“ 59 ქულით მე-3 ადგილზეა და 1-ელ აპრილს „ფერალპისალოს“ უმასპინძლებს.
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში საგოლე პასი შეასრულა და გრაცის „შტურმს“ გასვლაზე „კლაგენფურტის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0.
ქართველმა ნახევარმცველმა 61 წუთი ითამაშა და მისი მონაწილეობით გოლი 23-ე წუთზე გავიდა.
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” 2:2 ითამაშა “ვიძევთან”. ქართველი მცველი გუნდის კაპიტანი იყო და მისი შეფასება 6.4-ია.
შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილმა, მისმა “ლევანტე” სტუმრად 1:1 ითამაშა “ბურგოსთან”. ქართველი ნახევარმცველის თამაში 7.3-ად შეაფასეს.
კვიპროსში, ქართველების აპოელ შინ “ომონიასთან” დამარცხდა 0:1. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში “სლოვანმა” ტრნავას “სპარტაკს” უმასპინძლა. არ უთამაშიათ ქართველი ლეგიონერებს, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა და “სლოვანის” მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გადაწყვიტა ჩვენიანების დასვენება, რათა 21 მარტს ლუქსემბურგთან მატჩს დასვენებულები შეხვდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings