in

ბუდუ ნაკრებში დახუნძლული მოდის: 2 გოლი, საგოლე პასი და უმაღლესი შეფასებები

მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ“ შინ „მაგდებურგი“ გაანადგურა – 7:0.
ამ წარმატებაში თავისი არც თუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველმა ფორვარდმა სანაკრებო თამაშ(ებ)ის წინ დუბლი შეასრულა და ზედ ასისტიც მოაყოლა.

მე-13 წუთზე ზივზივაძემ მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. საჯარიმოში არ მოეშვა, მცველებს შეცდომა დააშვებინა და ანგარიში 2:0 გახადა.
რამდენიმე წუთში მსგავსი სიტუაცია შეიქმნა: მცველები ისევ შეცდნენ, ბუდუმ ბურთი წაართვა და 3:0.

ტაიმის ბოლოს კი ზივზივაძემ ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა: ფლანგური პასის შემდეგ ეფექტურად შეუცვალა ბურთს მიმართულება და ისე გაატანინა თანაგუნდელს.

ზივზივაძე 65-ე წუთზე შეცვალეს.

მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ძალიან მაღალი ქულებით შეაფასეს: whoscored – 9.5, sofascore – 9.1, flashscore – 8.3.

ბუდუმ მიმდინარე ჩემპიონატზე 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ის ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია.

კარლსრუე – მაგდებურგი 7:0
გოლები: 1:0 ფრანკე (7), 2:0 ზივზივაძე (13), 3:0 ზივზივაძე (25), 4:0 ნებელი (40), 5:0 ბეიფუსი (50), 6:0 მატანოვიჩი (51), 7:0 ვანიტცეკი (90+1, პენ)

„კარლსრუე“ 38 ქულით მე-7 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და მომდევნო შეხვედრას 31 მარტს გელზენკირხენში „შალკესთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთად შევხვდეთ ჩემპიონს: ილია თოფურიას საქართველოში ქამარი მოაქვს

კიტემ პასი გააკეთა, იტალიაში შეცვლებზე შევიდნენ, სლოვანელები დაასვენეს – ლეგიონერები