ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშე ერლინგ ჰაალანდი გახდა. დორტმუნდის „ბორუსიას“ გოლეადორმა „სევილიასთან“ განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩში (2:2) დუბლი მიითვალა.
კვირის ფეხბურთელობაზე პრეტენდენტები იყვნენ „პორტოს“ ნახევარმცველი სერჟიო ოლივეირა, „ლივერპულის“ ჰავბეკი ფაბინიო და პსჟ-ს მეკარე კეილორ ნავასი.
ასევე გამოავლინეს ევროპა ლიგის კვირის მოთამაშე. საუკეთესოდ მიიჩნიეს „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი. უელსელმაც დუბლი გაახერხა ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ (2:0).
ამ ჯილდოზე პრეტენდენტები ასევე იყვნენ: დუშან ტადიჩი („აიაქსი“), ლორენცო პელეგრინი („რომა“) და რობერტო სოლდადო („გრანადა“).
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/117539530_gettyimages-1231652352.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings