გუშინ ღამით, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლისკენ დაიძრა. „ნაპოლიმ“ მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, ახლა კი საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება.
ბოლო წლებში, საქართველოს არაერთი დასამახსოვრებელი ტალანტი ახსოვს, მაგრამ რაელური შედეგის, ანუ ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშის საშუალება არავის მისცემია. გიორგი მამარდაშვილის შემდეგ ხვიჩა უკვე მეორე ფეხბურთელია, რომელიც ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში ითამაშებს…
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FWlW9ayX0AMC3Lk-1024x1024.jpg)
გამოცემა “matchay”-მ ხვიჩასთან ინტერვიუ აეროპორტში ჩაწერა:
“დიდი ემოციებით მივდივარ, რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა, ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან”, – თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings