in ,

ვლადიმირ ვაისი: ჩაკვეტაძეს თავის დროზე ბარსელონა აკვირდებოდა…


ბათუმის „დინამოსთან“ გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა და „სლოვანის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.


ცოტა გაყიდული ბილეთის შესახებ:


„ცხადია, თუ მოვიგებთ ხალხი სტადიონს დაუბრუნდება, შესაბამისად, ხვალ გამარჯვება გვმართებს და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებაც, რათა გულშემატკივარს ვაიძულოთ, რომ დაბრუნდნენ“.

ვაისი სატრანსფერო ფანჯარასაც შეეხო:


„შეკრება ხანმოკლე გამოვიდა, მაგრამ ვინც გვსურდა ყველა დავიმატეთ. ერთადერთი პოზიცია მეკარეა, სადაც გაძლიერება გვსურს. ჩოვანი მშვენიერი მეკარეა, მაგრამ კონკურენტი სჭირდება“.


გიორგი ჩაკვეტაძე:


„გიორგი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა “ერთა ლიგის” ჯგუფი მარტომ მოიგო. სამწუხაროდ, მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა და ბევრი გაუცდა, თორემ “ბარსელონა”, “ჩელსი” და “დორტმუნდი” აკვირდებოდნენ. ჩაკვეტაძეს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად იქნება, ყველას გაგვახარებს.”

შეგახსენებთ, ბრატისლავის “სლოვანი” და ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ხვალ ბრატისლავაში, ხოლო საპასუხო მატჩში 1 კვირის თავზე ბათუმში დაუპირისპირდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა წავიდა! ოფიციალურად, იტალიური ვოიაჟი დაიწყო

ცნობილია საქართველოს წყალბურთის ნაკრების ჯგუფი ევროპის ჩემპიონატზე