in ,

კვარაცხელია 30 მილიონი ღირს: რუბინმა ქართველის ფასი დაასახელა

ქართველი ტალანტის და ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აჟიოტაჟი კვლავ არ წყდება. ხვიჩას ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. მათ შორის ინგლისის პრემიერლიგიდანაც. ცოტა ხნის წინ, დაიწერა, რომ 20 წლის მარცხენა გარემარბს მარსელო ბიელსას “ლიდსი” აკვირდება. ასევე, ხვიჩას გადაბირება იტალიურ “იუვენტუსს”, “მილანს” და ბუნდესლიგელ გლადბახის “ბორუსიას” სურთ.

ის 5 ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელს შორისაა. არწივს გალიაში ვერ გამოკეტავ: სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ყაზანის “რუბინის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად პირველად დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდ კვარაცხელიას დათმობენ. ამ თემაზე ყაზანური გუნდის დირექტორმა ოლეგ იაროვინკკიმ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

“ჩვენი ფასი ხვიჩას ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევროა” – ამ მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განცხადებით იაროვინსკიმ ნათელი შეიტანა საკითხში.

“რუბინის” დირექტორა, ასევე უკვე ოფიცალურად დაადასტურა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე მათ ევროპის რამდენიმე კლუბმა მიმართა.

“ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბმა „რუბინს“ უკვე მიმართა. ხვიჩას ტრანსფერის შესახებ წინადადებები კონკრეტულია“, – აღნიშნავს იაროვინსკი რუსულ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, გერმანული Transfermarket-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინტერის ფანებმა დუომო დაიპყრეს: ჩემპიონობის სიხარულმა ანტიკოვიდური შეზღუდვები დაამარცხა

ტენერიფე მოულოდნელად დამარცხდა, მაგრამ შერმადინი მაინც საუკეთესო იყო