in ,

კვარაცხელია მწყობრშია და შესაძლოა ამ უქმეებზეც ითამაშოს

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა. რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 20 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმა აპრილის შუა რიცხვებში, “ურალთან” თამაშში მიიღო, უკვე მწყობრშია და შესაძლოა მოედანს უკვე ამ უქმეებზეც დაუბრუნდეს.

ხვიჩამ ბარძაყის კუნთი 18 აპრილს, “ურალთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1:0) მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იყო რისკი, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებდა, თუმცა პესიმისტური მოლოდინი არ გამართლდა.

რუსეთის პრემიერლიგაში 28 ტურის შემდეგ, ყაზანის “რუბინს” 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, რაც კლუბს ევროპა ლიგის საგზურს იძლევა.

დარჩენილ ორ ტურში “რუბინს” გასვლა ტულის “არსენალთან” უწევს (8 მაისს), რის შემდეგაც შინ ვოლგოგრადის “როტორს” მიიღებს (16 მაისს). 
ამ მნიშვნელოვან მატჩებში კვარაცხელიას მოედანზე ყოფნა “რუბინისთვის” უაღრესად მნიშვნელოვანია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოასვენეთ ნეიმარი: იტალიაში თასზე დაბალი გუნდები ვეღარ ითამაშებენ – ამბები მოკლედ

უეფა მზადაა, ის კლუბები, რომლებიც სუპერლიგაზე უარს არ იტყვიან, ევროთასებს 2 წლით ჩამოაშოროს