in ,

კვარაცხელია ევროპის top 10 ტალანტში

ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში უკვე საკმაოდ ცნობილია და არაერთი აღიარება მოიპოვა. მის შესახებ კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი ტალანტი TOP 50 GOLDEN BOYS-ის ათეულში მოხვდა.

გამოცემა Footballcritic საკუთარი ალგორითმის მეშვეობით ადგენს 21-წლამდე საუკეთესო 50 ფეხბურთელს. განახლებულ სიაში კვარაცხელია მე-7 ადგილს იკავებს, რაც უდიდესი წარმატებაა.

„ჯვაროსნების“ შემტევი ისეთი ფეხბურთელების გვერდით არის, როგორებიც ერლინგ ჰაალანდი, ფილ ფოდენი, ანსუ ფატი, ალფონსო დევისი და ერიკ გარსია არიან.

ხვიჩამ ისეთი მსოფლიო კლასის ვარსკვლავებს აჯობა, როგორებიც მაგალითად, ვინისიუსი, კამავინგა, გრინვუდი, როდრიგო და ჰადსონ-ოდოი არიან. ისინი ათეულში ვერ მოხვდნენ.

შეგახსენებთ, 18 აპრილს ”ურალთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ”რუბინს” სამ მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა მან ვარჯიში განაახლა და შესაძლოა უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, 16 მაისს ”რუბინი” ”როტორს” უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო სეზონში სლუცკის გუნდს ევროტურნირზე ვიხილავთ. 29 ტურის შემდეგ ”რუბინი” 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ შარიქაძე: ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ზაფხულში სერიოზული გამოცდა გველის

ვიდეო: ბითაძის 10 ქულა მილუოკისთან