in ,

კვარაცხელიას ოცნება: მაგრამ ჯერ ვისწავლი ნეაპოლიტანურს – ინტერვიუ ხვიჩასთან

ნეაპოლი ფეხბურთის ქალაქია და რადგან ამ ქალაქის გუნდისკენ ჩვენი ყურადღებაც გაასმაგებულია, ვხედავთ, რომ „ნაპოლის“ მიმართ ინტერესი უკვე ძალიან დიდია. გუნდი ჯერ ემზადება და ყოველდღიურად შუქდება რა ხდება ვარჯიშებზე, როგორ ემზადებიან და ა.შ. ყურადღება არ აკლია არც ახალწვეულებს და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას. გამოცემა ilmattino.it-მა ინტერვიუ გამოაქვეყნა ჩვენიანთან.

„ნაპოლიში“ გადასვლას რა იმედებს უკავშირებ?

ჩემი მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.ერთი სული მაქვს, ამ ტურნირზე როდის ვითამაშებ.

თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობ?

ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბია, მაგრამ ყველგან ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს. გამიხარდება თუ გუნდს სარგებელს მოვუტან.

სპალეტისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

შესანიშნავი მწვრთნელია. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ მისგან. ასე არიან სხვებიც.

რუსულად კარგად საუბრობს?

რამდენიმე სიტყვას კი მეუბნება ხოლმე, მაგრამ გვირჩევნია ინგლისურად ვისაუბროთ, ერთმანეთს ასე უფრო უკეთ ვუგებთ.

და იტალიურთან როგორ ხარ?

აქ მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლიტანური უნდა ვისწავლო და მერე იტალიური. ჯერ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგრამ გუნდში მეხმარებიან. სამაგიეროდ ტომაზომ უკვე მასწავლა კულინარია: პიცა, მოცარელა და ყავა. ჩვენი საწყობის პატრონი შეუცვლელია.

როგორ ცხოვრობ სახლიდან ასე შორს, 21 წლის ასაკში?

ძალიან ადრე მომიწია ოჯახიდან მოშორებით ყოფნა, რადგან 17 წლის ასაკში უკვე რუსეთში ვიყავი. ვიცი, რომ ეს ჩემი საქმის ნაწილია და ასე იქნება სანამ ფეხბურთელი ვიქნები.

რუსეთი მარტში დატოვე და საქართველოში ომის გამო გადახვედი.

ორი წელი აზანის „რუბინში“ ვიყავი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ მერე ომი დაიწყო და საჭიროდ ჩავთვალე საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. ჩვენთან ფეხბურთი ძალიან ემოციურად უყვართ. ბათუმის „დინამოს“ მატჩების შესვენებაზე გულშემატკივრები მოედანზე შემოვიდნენ ახლოდან რომ ვენახე. ეს დაუჯერებელი იყო.

„ნაპოლიში“ ახალწვეული თავს როგორ გრძნობ?

თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს, ყველას ვუყვარვარ. ძალიან მალე თავი სახლში ვიგრძენი, ოჯახის წევრივით ვით მიმიღეს. ეს განსაკუთრებული განცდაა.

გადაწყვიტე ნეაპოლში სად იცხოვრებ?

ჯერ არა, მაგრამ თავიდან მინდა ბაზასთან ახლოს ვიყო, რათა ყურადღება სრულად ფეხბურთზე გავამახვილო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავიდნენ: ნაკრები სლოვენიაში და დიდი ამბებისთვის მზადებას იწყებს – ვიდეო

ერთადერთი გოლი მომავალ გუნდთან: ვის ვინ აინტერესებს – სატრანსფერო ამბები