in

ერთადერთი გოლი მომავალ გუნდთან: ვის ვინ აინტერესებს – სატრანსფერო ამბები

ჩავი: „მესი – ისტორიაში საუკეთესოა, მაგრამ ახლა მისი „ბარსაში“ დაბრუნება შეუძლებელია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“.

„ვილიარეალს“ სურს ლო სელსოს გამოსყიდვა. „ტოტენჰემის“ ჰავბეკი უნაი ემერის პრიორიტეტია.

„სელტამ“ და 34 წლის დიეგო ასპასმა 2025 წლამდე გააგრძელეს კონტრაქტი. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

„რომას“ აინტერესებს ბაი. ერიკი მზადაა მოურინიოსთან სათანამშრომლოდ, თუ ტენ ჰაგი მასზე იმედებს აღარ დაამყარებს „მანჩესტერში“.

ტიმო ვერნერი „იუვენტუსის“ მიზანში აღმოჩნდა, მაგრამ ალეგრის პრიორიტეტი – ალვარო მორატაა.
ვერნერზე დაწერეს, რომ სურს „ლაიპციგში“ დაბრუნება, მაგრამ გერმანულ კლუბს ამისთვის რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა მოუწევს.

მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერის“ სათადარიგო ვარიანტია დე იონგის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში.

„ბაიერნს“ აინტერესებს „ესპანიოლის“ ბომბარდირი დე ტომასი.

„ვალენსიამ“ და „იუვენტუსმა“ დაიწყეს მოლაპარაკებები არტურის თაობაზე. ესპანელებს გაუჭირდებათ ნახევარმცველის წაყვანა მისი ხელფასის გამო.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა აიყვანოს კორდობა, იოკარდი, ჯეკო ან პიონტეკი ალერის სანაცვლოდ.

„ვესტ ჰემმა“ 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა „სასუოლოს“ საუკეთესო ბომბარდირ სკამაკასთან.

„ჩელსი“ დაბლოკავს ალონსოს და ასპილიკუეტას ტრანსფერებს „ბარსელონაში“ კუნდეს ტრანსფერის ჩაშლის გამო.

„ბარსელონა“ გეგმავს „სელტას“ მცველის გალანას შეძენას თუ მარკოს ალონსოს ვერ გადმოიყვანს „ჩელსიდან“.

„რეალისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი კალეხონი „გრანადაში“ გადავიდა. ეს კლუბი მისი მშობლიური რეგიონიდანაა.

“ლიდსი“ დაინტერესებულია „რეალის“ მცველით, გუტიერესით.

„ნაპოლის“ სურს „ბარსელონას“ მეკარე ნეტუ.

ედინ ჯეკომ სამი წინადადება უარყო, მას „ინტერში“ დარჩენა ურჩევნია.

„ბარსელონას“ შემტევი მემფის დეპაი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს.

პაოლო მალდინის ვაჟმა „სპეციასთან“ კონტრაქტი შეათანხმა. სწორედ ამ გუნდს გაუტანა მან სერია ა-ში ერთადერთი გოლი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას ოცნება: მაგრამ ჯერ ვისწავლი ნეაპოლიტანურს – ინტერვიუ ხვიჩასთან

მიიღებს მამუკელაშვილი ადგილს როტაციაში: რას ფიქრობს ხალხი