Crystalbet ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები თბილისის “ლოკომოტივს” ჰყავს. გერმანული Transfermaket-ის მონაცემებით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან ყველაზე ძვირად გურამ კაშია და გიორგი მამარდაშვილი ფასობენ.
ვინ არიან ყველაზე ძვირიანები ტოპ ლიგებს მიღმა
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც თბილისურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმა, 500 000 ევრო ღირს.
ასევე 500 000 ევრო წერია “ლოკომოტივის” კარის დარაჯის გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდ ფასად. 20 წლის მეკარე შარშან ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/155879135_3946287878784143_7586800360951283717_o-1024x1024.jpg)
350 000 ევროდ არის შეფასებული ბათუმის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური.
ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე კი 300 000 ევრო ღირს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/155809357_3946287862117478_1810708867899936625_o-1024x1024.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings