in ,

გურამ კაშიამ შესაძლოა ბათუმის დინამოში ითამაშოს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც აღნიშნული ტიტული წელს არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა, მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს. პირველი ოფიციალური ტრანსფერი, რომელიც კლუბმა დაადასტურა ირაკლი ბიძინაშვილია, რომელსაც გორის “დილას” შემადგენლობაში ნამდვილად ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და გორული კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სროედ იგი იყო.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მაგრამ სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ ზღვისპირული კლუბის ხელმძღვანელობა საქართველოს ნაკრები ვიცე-კაპიტანთან, გურამ კაშიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და შესაძლოა მან მომავალ სეზონში სწორედ ბათუმური კლუბის მაისური მოირგოს.

34 წლის გურამ კაშია საფეხბურთო კარიერას თბილისის “დინამოში იწყებდა, რომლის შე,დეგაც ჰოლანდიაში, არნემის “ვიტესში” გადავიდა და კლუბის ლეგენდაც გახდა. “ვიტესის” შემდეგ, კაშიამ ამერიკულ “სან ხოსეში” ითამაშა, რის შემდეგ გასული სეზონის საწყისი პერიოდი ეროვნულ ლიგაში, თბილისის “ლოკომოტივის” მაისურით ჩაატარა, ზაფხულში კი, ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას “სლოვანს” შეუერთდა.

ბათუმის “დინამოს” გარდა, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის დამატება კახა ცხადაძესაც სურდა თბილისის “დინამოში”.

ნებისმიერ შემთხვევაში, კაშიას დონის ფეხბურთელი ორივე გუნდს და საერთოდ საქართველოს ჩემპიონატს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 2 ქულა და 1 მოხსნა 6 წუთში: ტეიტუმის ბრწყინვალე თამაში ბოსტონს არ ეყო

არველაძე ძმასთან და ძმისშვილთან არ მივიდა და ქარაგიუმრუქს უარი უთხრა