in

ხვიჩაზე ძვირი ჯგუფში არავინაა, ჯამში უკრაინაა პირველი: მამარდაც ხუთეულშია

გაიმართა ერთა ლიგის წილისყრა და გაირკვა აქამდე უნახავ B ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები. ბუნებრივია ამ გათამაშებაში კიდევ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, მაგრამ არ იცვლება ერთი რამ – ყველა გუნდს შორის ყველაზე ფასიანი ფეხბურთელი ქართველია. ხვიჩა კვარაცხელიაზე ძვირად არცერთი მისი ჯგუფელი არ ფასობს.
ხუთეულში კიდევ ერთი ჩვენიანი მოხვდა და ის რასაკვირველია გიორგი მამარდაშვილია.

შეგახსენებთ, წილისყრამ გვარგუნა ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი.

საერთო ჯამში კი უკეთესი გუნდი უკრაინას ჰყავს. რომ არა „ჩელსის“ უნიათო თამაში, მისი უკრაინელი მუდრიკის ფასი ახლა ბევრად მეტი იქნებოდა, რომელიც ერთ დროს 100 მილიონადაც კი ფასობდა.

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“) – 80 მლნ ევრო;
ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, „არსენალი“) – 42 მლნ ევრო;
მიხაილო მუდრიკი (უკრაინა, „ჩელსი“) – 40.00 მლნ ევრო;
ტომაშ სოუჩეკი, (ჩეხეთი, „ვესტ ჰემი“) – 35 მლნ ევრო;
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 30 მლნ ევრო.

„ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით, ჯამურის შეფასებით საქართველო მეორე ადგილზეა.

უკრაინა: 327.20 მლნ ევრო;
საქართველო: 152.15 მლნ ევრო;
ჩეხეთი: 131.50 მლნ ევრო;
ალბანეთი: 88.35 მლნ ევრო.

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კანკავამ გაიტანა, კაშიაც კარგი იყო: სლოვანელები სანიოლმა ნახა – ლეგიონერები

საქართველომ ბონუსით მოიგო: ორიდან ორი და შინ პირველი