in ,

კანკავა ტრიბუნაზე გადმოხტა, როცა დაინახა, რომ ბერძენი ფანები ჩვენსკენ მოიწევდნენ – რა მოხდა პირეოსში

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბრატისლავას “სლოვანი” სტუმრად ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” დაუპირისირდა (1:1). მოგეხსენებათ, “სლოვანში” სამი ქართველი თამაშობს, ცნობილია ისიც, რომ “ოლიმპიაკოსის” ფანები გამორჩეულები არიან – ქომაგობითაც, ემოციითაც, აგრესულობითაც…

საბერძნეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულე მარი სარდლიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და წერს, მატჩის შემდგომი ინციდენტისას თუ როგორ იყოჩაღა ჯაბა კანკავამ.

მარი სარდლიშვილი:

“ფეხბურთის ფანი ჩემი შვილის გამო გავხდი. წავედით ოლიმპიაკოსი-სლოვანის თამაშზე, ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევდა ის, რომ სლოვაკურ გუნდში კ ა ნ კ ა ვ ა, კაშია და ჩაკვეტაძე თამაშობდნენ💙 დაიწყო თამაში და ავაფრიალეთ ქართული დროშა, ოლიმპიაკოსის ფანები გაოცებულები გვიყურებდნენ, თუმცა ხვდებოდნენ რომ მათ მხარეს ვიყავით, მაგრამ ქართველების მხარეს უფრო.
თამაშის დასასრულს ჯაბა კანკავამ ქართული დროშა რომ დაინახა ჩვენსკენ წამოვიდა, მაიკა მოგვცა და აი მანდ დაიწყო …… ოლიმპიაკოსის ფანები დაიძრნენ ჩვენსკენ და ატყდა ზრდილობიანი ფრაზები… ჯაბას გემრიელი ქართული ,,ზრდილობიანი” ფრაზებიც მიიღეს და ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან. მადლობა მას მხარში დგომისთვის…💙ჩვენ გველოდებიან როდის გავალთ რომ ალექსას დააყარონ:))) არც ჩვენ დაგვინდობდნენ მგონია🙃იმდენად მეძინებოდა თავი სიზმარში მეგონა და ძაან მეცინებოდა… ბოლოს დაცვამ და პოლიციამ გამოგვაცილა და მოვედით მშვიდობით.
ბოლოს პარკში ჩაგვიდეს კანკავას მაისური რომ ვინმე თავს არ დაგვსხმოდნენ გზაში, თუმცა გზად მაინც გადავიღეთ ფოტოები და არ გვაინტერესებდა არც ოლიმპიაკოსი და არც სლოვაკეთი…ჩვენ ჩვენი ქართველები გვაინტერესებდნენ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 ფეხბურთსაც მაგათ გამო ვუყურე დღეს 💙💙💙
აი ჯაბა კანკავას გულანთებულ ქართველობაზე და ჩვენს გვერდში დგომაზე ცალკე უნდა დაიწეროს, სტადიონიდან როგორ გადმოხტა ტრიბუნაზე, როცა დაინახა ფანები იწევდნენ ჩვენსკენ…. ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან და ყველაზე მაგარი იცით რა არის? როდესაც ქართველი ქართველს უდგას გვერდით, იცავს და არ აინტერესებს წინ რამდენი ადამიანი უდგას…..ქართველებო გვიყვარდეს ერთმანეთი მთელი გულით, ისე როგორც დღეს დავინახე ქართველების სიყვარული,” – მარი სარდლიშვილი სოციალურ ქსელში 📍

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ მინუსები დაინახა: ზუროსი დაცვით უკმაყოფილოა – ვიდეოკომენტარები

ვურჩიე თუ არა მე კვარაცხელიას წაყვანა? რას ამბობს ზაზა ჯანაშია ხვიჩაზე