in ,

იტალია დასრულდა? – იუვეს თამაშიც უჭირს და ხელფასებიც (29-ე ტური)

იტალიის სერია ა-ში ტურის ყველა მატჩი ერთ დღეს, შაბათს გაიმართა, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე. სანაკრებო პაუზა იტალიას დიდად არ დატყობია და ისევე გრძელდება საქმეები, როგორც მანამდე იყო. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის სამწუხაროა, მაგრამ საჩემპიონო ინტრიგა თანდათან იკარგება – „ინტერი“ გაუთავებლად იგებს, ხოლო მისი კონკურენტები ქულებს პანტა-პუნტით კარგავენ. ასე მოხდა ახლაც.

„მილანმა“ საშინაო მატჩში „სამპდორიას“ ფრე გამოგლიჯა. იგივე დაემართა „იუვენტუსსაც“, რომელიც რონალდოს 79-ე წუთზე გატანილი გოლით მხოლოდ ქულას გამორჩა ტურინულ დერბიში. ამის გამო „იუვე“ სულაც მე-4 ადგილამდე დაქვეითდა და 56 ქულით ამ საჩემპიონთა ლიგო ადგილს ეზიარება „ნაპოლის“, რომელთანაც ურთულესი გადატანილი მატჩი უწევს 4 დღეში გასვლაზე.

ქულების დაკარგვას დაეჩვია „რომაც“, რომელიც ოთხეულისთვის ბრძოლას ირთულებს. ძნელად მოიგეს არც თუ წარმატებულ გუნდებთან „ატალანტამ“ და „ნაპოლიმ“, მაგრამ 3 ქულა 3 ქულაა და ამის გამო ბერგამოელები სულაც მე-3 ადგილზე არიან (58 ქულა) და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან „მილანს“, რომელსაც ალბთ ჩემპიონობაზე ოცნებაზე მეტად იმაზე მეტად უჯობს ფიქრი, როგორმე ეს მეორე ადგილი შეინარჩუნოს და ოთხეულიც სათუაო არ გაიხადოს.

ლიდერი „ინტერი“ მდევარს 8 ქულით უსწრებს და ერთი მატჩიც თადარიგში აქვს.

„ინტერმა“ ზედიზედ 7 მატჩი მოიგო.

რონალდომ 24-ე გოლი გაიტანა სერია ა-ს ამ სეზონის 25 მატჩში.

პირლო: „იუვენტუსი“ მარტივად გამოსაცნობია, ბევრ პასს ვაკეთებთ მოედნის გასწვრივ. უნდა მოვუმატოთ“.

და კიდევ ერთი ტურინული პრობლემა: „იუვენტუსს“ უნდა, რომ  ნაწილობრივ არ გადაიხადოს მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასები.

სერია ა – 29-ე ტური

მილანი – სამპდორია 1:1
ატალანტა – უდინეზე 3:2
ბენევენტო – პარმა 2:2
კალიარი – ვერონა 0:2
ჯენოა – ფიორენტინა 1:1
ლაციო – სპეცია 2:1
ნაპოლი – კროტონე 4:3
სასუოლო – რომა 2:2
ტორინო – იუვენტუსი 2:2
ბოლონია – ინტერი 0:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასკების დერბი სოსიედადმა მოიგო და ესპანეთის თასს მესამედ დაეუფლა

ერთი თქვენი 1 აპრილიც… კლუბმა მწვრთნელზე იხუმრა ვუშვებთო, ესეც განაწყენდა და მართლა წავიდა