in ,

იტალიაში დაუმარცხებელი არავინაა: პენალტუკები და ჟოზეს დათარსვა – XIII ტური

ამ ტურში ისე მოხდა, რომ ორივე ლიდერი დამარცხდა, ორივე პირველად, ორივე დრამატულ და მაგარ ფეხბურთში. მთავარი მატჩი მილანში შედგა, სადაც “ინტერმა” მარადონაგამოსახულებიანი მაისურებით მოთამაშე “ნაპოლი” მიიღო და დაძაბულ თრილერში 3:2 აჯობა. არადა, “მილანს უკვე წაგებული ჰქონდა და ნეაპოლელებს შანსი რჩებოდათ ერთპიროვნული ლიდერები გამხდარიყვნენ, თუნდაც ფრის შემთხვევაში, ახლა კი ორივეს 32 ქულა აქვს.

“მილანი” კი თავის მხრივ “ფიორენტინამ” გააჩერა, მიუხედავად იმისა, რომ ზლატანმა რეკორდები დაამყარა (ამაზე ოდნავ ქვემოთ). “როსონერიმ” ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture-15-1.jpg

სამაგიეროდ ორ წაგებას ორი მოგება მოაყოლა “იუვენტუსმა”. რომელმაც ლეონარდო ბონუჩის ორი პენალტით (საკამათო) “ლაციოს” მოუგო. ეს კი კარიერაში პირველი დუბლია ბონუჩისთვის.

This image has an empty alt attribute; its file name is e50eb90ee4b08726089f039490f9f6e9_1200x675-1024x576.jpg

წარუმატებელი აღმოჩნდა ანდრე შევჩენკოს სამწვრთნელო დებიუტი იტალიაში. მისი გასავრდნ ზონაში მყოფი “ჯენოა” მოურინიოს “რომამ” აფენა-გიანის დაგვიანებული დუბლით დაამარცხა. ისე კი მატჩამდე ჟოზემ უკრაინელი “დაწყევლა”, ნეტა მაგანაც იტალიაში მწვრთნელობა ჩემსავით წაგებით დაიწყოსო და აგერ აუხდა კიდეც…

პიოლი: „უნდა შევიგრძნოთ დამარცხების გემო და ისე გავაკეთოთ, რომ ეს მეტჯერ აღარ განმეორდეს“.

სარი პენალტის შესახებ: „VAR-ის აშკარა შეცდომა. მსაჯს გასპერინის სიტყვები გავუმეორე: ასეთ პენალტუკებს მარტო იტალიაში დებენ“.

იბრაჰიმოვიჩმა 40 წლის ასაკში დუბლი შეასრულა. ეს სერია ა-ს რეკორდია და საუკეთსო შედეგი 21-ე საუკუნეში ტოპ 5 ლიგაში.

იბრაჰიმოვიჩმა დუბლი 5 წუთში შეუსრულა „ფიორენტინას“. მას 7 მატჩში 5 გოლი აქვს.

სერია ა – XIII ტური

ატალანტა – სპეცია 5:2
ლაციო – იუვენტუსი 0:2
ფიორენტინა – მილანი 4:3
სასუოლო კალიარი 2:2
ბოლონია ვენეცია 0:1
სალერნიტანა – სამპდორია 0:2
ინტერი – ნაპოლი 3:2
ჯენოა – რომა 0:2

ორშაბათი, 22 ნოემბერი
ვერონა – ემპოლი
ტორინო – უდინეზე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავი საბავშვო ბაღით იწყებს – XIV ტური

ჩვენი ვოლკი შეუჩერებელია: მიქაუტაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა – ლეგიონერები