in

ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი რონალდო ყოფილა: მათემატიკურმა ალგორითმა ასე გამოიყვანა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა ტომ კროუფორდმა ფეხბურთელების სიდიადის ფორმულა შეიმუშავა.

მან უნიკალური ალგორითმი გამოიყენა, რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთელების მიღწევებს საკლუბო და სანაკრებო დონეზე. სწავლულმა სხვადასხვა ეპოქების მოთამაშეების მაჩვენებლები შეადარა.

პირველი ადგილი დაიკავა „მანჩესტერის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც პსჟ-ს ახალწვეულ ლეო მესისაც გაუსწრო და სხვა ისეთ დიდ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან პელე, პუშკაში, დი სტეფანო, მარადონა და სხვები.

ნომინანტებს შორის კროუფორდმა ის მოთამაშეები შეარჩია, რომლებსაც „ოქროს ბურთი“ მინიმუმ 2-ჯერ აქვთ მოგებული, ან ფართო აღიარება ჰპოვეს 1956 წლამდე, სანამ ეს პრიზი დაწესდებოდა. ფეხბურთელები 7 კრიტერიუმით შეფასდნენ:

  1. საკლუბო დონეზე მოგებული ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები;
  1. ტროფეები სანაკრებო დონეზე – 150 ქულა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, 100 ევროპისთვის და კოპა ამერიკისთვის, დამატებითი ქულები ტურნირის ბომბარდირობისთვის;
  2. გოლები კლუბში;
  3. გოლები ნაკრებში;
  4. „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემაში დაგროვილი ხმები;
  5. ინდივიდუალური რეკორდები;
  6. „მათემატიკურად გამორჩეული სეზონები“, როდესაც ფეხბურთელის გოლებმა გუნდი დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამრიგად, კროუფორდის ფორმულით რეიტინგის ტოპ 10 ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანო რონალდო (537 ქულა)
  2. ლეო მესი (503)
  3. პელე (459)
  4. ფერენც პუშკაში (305)
  5. რონალდო (281)
  6. მარკო ვან ბასტენი (237)
  7. ალფრედო დი სტეფანო (201)
  8. მიშელ პლატინი (177)
  9. დიეგო მარადონა (169)
  10. იოჰამ კრუიფი (163).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტია

კიტე გადარჩა: ის მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს და მოედანს მალე დაუბრუნდება