in

მბაპე – ყველაზე ფულიანი ფეხბურთელი: ვინ არიან ათეულში

პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

Sportico-ის დათვლებით, 2022/23 წლების სეზონში ფრანგი 125 მილიონ დოლარს აიღებს, საიდანაც 105 მლნ – ხელფასია, 20 მლნ კი სარეკლამო შემოსავლები.

მეორე ადგილს იკავებს „მანჩესტერის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – 113 მლნ დოლარი: 53 მლნ ხელფასი და 60 მლნ – სპონსორებისგან.
სამეულს კიდევ ერთი პსჟ-ელი, ლეო მესი ასრულებს – 110 მლნ დოლარი (62+48).

ტოპ 10-ის სხვა წევრები არიან:

  1. ნეიმარი პსჟ, 91 მლნ (56+35);
  2. მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“, 39,5 მლნ (24,5+15);
  3. ედენ აზარი – „რეალი“, 31,3 მლნ (28,6+2,5);
  4. ანდრეს ინიესტა – „ვისელ კობე“, 30 მლნ (23+7);
  5. რაჰიმ სტერლინგი – „ჩელსი“, 29,4 მლნ (21,4+8);
  6. კევინ დე ბრუინი – „სიტი“, 29 მლნ (25,5+3,5);
  7. ანტუან გრიზმანი – „ატლეტიკო“, 27,5 მლნ (22+5,5)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა ფართოვდება: ჩემპიონთა ლიგის ფინალს ამერიკაში ფიქრობენ

ვინისიუსმა იცეკვა და გაიმარჯვა კიდეც! რასისტებმა საკადრისი მიიღეს